აჭარის მთავარ სამმართველოსთან დაპირისპირება გრძელდება - უახლესი ინფორმაცია ბათუმიდან

აჭარის მთავარ სამმართველოსთან დაპირისპირება გრძელდება - უახლესი ინფორმაცია ბათუმიდან

ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან არეულობა გრძელდება. ამ წუთებში სამმართველოს შენობასთან 3 მანქანა იწვის. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთი მანქანა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძეს ეკუთვნის. აქციის მონაწილეებმა რკინის კონსტრუქციებით შუქნიშანი დააზიანეს.

სამმართველოს ეზოში ცოტა ხნის წინ მეხანძრეები შევიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მეხანძრე-მაშველები იმ ავტომობილებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, რომლებსაც ცეცხლი აქციის მონაწილეებმა წაუკიდეს.

აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მათ ტერიტორიაზე შესვლა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ამ დრომდე აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ქალაქის ქუჩებში ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეები გზებზე დამონტაჟებულ ჯებირები მოხსნეს, დაზიანებული სხვა ინფრასტრუქტურაც.

შექმნილი ვითარების გამო ბათუმში იმყოფება შს მნისტრი, რომელიც აჭარის ჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში საგანგებო თათბირს მართავს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ