საქართველოში ტრადიციულად მშრალი ღვინო მზადდებოდა და მშრალი ღვინის უპირატესობა დღესაც თვალსაჩინოა. საკამოთოა ის საკითხი, რამდენად ტრადიციულია ჩვენს ქვეყანაში ტკბილი თუ ნახევრად ტკბილი ღვინეობის დაყენება და უკავშირდება თუ არა ეს საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლას.
როგორც ცნობილია, ტკბილი ღვინო, ძირითადად, სლავების საყვარელი სასმელია და დასავლეთ ევროპელებიც, ქართველების მსგავსად, მშრალ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას. ისიც ფაქტია, რომ ბოთლირებული სახის ტკბილი ქართული ღვინო ძირითადად რუსეთში, ბელორუსში, უკრაინასა და ყაზახეთში იყიდება. გამოდის, რომ ისევ სლავ მომხმარებელთან მივდივართ.
დღეს საქართველოში ღვინის მოყვარულებს ტკბილი ღვინის მართლაც დიდი არჩევანი აქვთ და სასიხარულოა, რომ ეს არჩევანი წლიდან-წლამდე იზრდება. გთავაზობთ, საუკეთესო ქართული ნახევრად ტკბილი ღვინის 5 ტრადიციულ სახეობას, რომელიც ვფიქრობთ, რომ ღვინის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
1. უსახელაური. ნახევრად ტკბილი ქართული ღვინოებიდან უდავოდ უპირატესი ლეჩხუმური უსახელაურია, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა. უსახელაურის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ხასიათდება ლამაზი ლალისფერი ან მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით. სუფრის ღვინო მწიფე შინდისფერია, აქვს ხილის არომატი და სრული ჰარმონიული გემო.