ავტორი:

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე

უბედური და ნაწყენი ადამიანები დედას "დაათრევენ მუცლით". რაც უფრო დიდია პრეტენზიები დედასთან, მით უფრო დიდია მუცელიც. რატომ ხდება ასე? რა ზრდის თქვენს ღირპს? ნეგატიური ემოციები და განცდები.

ადამიანური ემოციები უხილავია, მაგრამ საგრძნობი. ჩვენ ყველანი ემოციებით ვცხოვრობთ და მუდმივად ვისწრაფვით მათ შესაგრძნობად. ყველა ადამიანი ოცნებობს ბედნიერებაზე, მაგრამ გზად უწევს თვალი გაუსწოროს ბოროტებას, შურს, ბრაზს და სიძულვილს… სწორედ ამ დროს ვსწავლობთ ნეგატივისგან თავის დაცვას, ვადებთ საკუთარ გულს და სულს ბოქლომს. მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც ტკივილს მსოფლიოში ყველაზე ახლობელი ადამიანები - დედა და მამა გაყენებენ?

რადგან ვერ ვახერხებთ სრულიად ავირიდოთ ამგვარი განცდები, მშობლებთან დაკავშირებული ნეგატიური ემოციები დიდხანს იხარშებიან ჩვენში და, სამწუხაროდ, ხშირად მიზეზის გაუცნობიერებლადაც სამუდამოდ რჩებიან იქ. ამიტომაც, გინდათ თუ არა ეს, ერთხელ აუცილებლად მოგიწევთ გააცნობიეროთ თქვენი ჭეშმარიტი ურთიერთ-დამოკიდებულება მშობლებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში იწყება ძლიერი ინტოქსიკაცია…

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შენიშნეს კავშირი ნეგატიურ ემოციებსა და ჯანმრთელობას შორის. ეზოთერიკები კიდევ უფრო შორს წავიდნენ - გადატანილი წყენისა და ადამიანებთან ურთიერთობების ერთმანეთთან დაკავშირებით. სწორედ ფსიქოლოგიისა და ეზოთერიკის საზღვარზე დგას გერმანელი ფსიქოთერაპევტის ბერტ ჰელინგერის კარგად ცნობილი სწავლება.

ბერტ ჰელინგერის წარმოდგენით, ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მართავს არა მხოლოდ გონება, მოტივები და სიტუაციური გრძნობები, არამედ ოჯახური ველი, სადაც ჩაწერილია ყველა მნიშვნელოვანი (პრობლემური) შემთხვევა, რაც ნათესაურ კავშირებში ხდება.

ოჯახურ კონსტელაციაში საკვანძო ფიგურები თავად ადამიანი და მისი მშობლებია. იმის მიხედვით, თუ როგორ აეწყობა ამ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ურთიერთობა ბავშვობაში, განისაზღვრება მთელი თქვენი შემდგომი ცხოვრება.

დედა მუცელში…

"მას, ვისაც დიდი მუცელი აქვს, დედას ატარებს მუცლით. დედა, მე შენ უარგყოფ და ამიტომ მუცლით გატარებ" - ამბობს ჰელინგერი. გამოდის, რომ რაც უფრო დიდია სიძულვილი, წყენა და უარყოფა, მით უფრო დიდია მუცელი.

ყველა ბავშვი - დედის სისხლი და ხორცია. ის მისგან ბრმა და უპირობო სიყვარულს ითხოვს. მომავალ პარტნიორშიც გაუცნობიერებლად დედის თვალებს ვეძებთ, მიუხედავად სქესისა. თუმცა ხშირად დედას თავისი გეგმები აქვს ბავშვის ცხოვრებაზე. ის შესაძლოა გამუდმებით აკრიტიკებდეს, მოითხოვდეს მისგან იმას, რისთვისაც მზად არ არის. ვინ იცის რამდენს გაუფუჭეს ბედი მზრუნველმა დედებმა, თავიანთი "ბავშვის" პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ან შემოსავლიან, თუმცა მოსაწყენ სამსახურში მისი მოწყობით. გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, ვინ ირჩევდა იმ წრეებს, რომლებზეც ბავშვი დადიოდა? წაიკითხეთ სრულად

ილონ მასკის დედამ ანუკის კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს მეი მასკი "ინსტაგრამზე"

უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები ქალების მოხიბვლას მაკიაჟითა და ვარცხნილობით ცდილობენ

ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ტილოს უცნობი ისტორია