შეამცირეთ საწვავის ხარჯი - 10 მარტივი და რეალური რჩევა მძღოლებს

შეამცირეთ საწვავის ხარჯი - 10 მარტივი და რეალური რჩევა მძღოლებს

საწვავის ფასი ყოველთვის აქტუალური თემაა. ის ხშირად იზრდება, იშვიათად კლებულობს და ბევრ ავტომფლობელს ჯიბეს უცარიელებს. ბუნებრივია, ყველას სურს ხარჯის შემცირება. გამოცდილი მძღოლები ამას მეტნაკლებად ახერხებენ, გამოუცდელებს კი...

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც თქვენი ავტომობილის "აპეტიტს" ოდნავ მაინც მოთოკავს. მათ სწორედ გამოცდილი მძღოლები გვიზიარებენ:

1. ავტომობილი მუდამ გამართული უნდა იყოს!

როდესაც ავტომობილის აგრეგატი და ყველა კვანძი გამართულად მუშაობს, ავტომობილი მაქსიმალურად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან, მისი მექანიზმების კონტროლი მუდმივად საჭიროა. კერძოდ:

► პერიოდულად უნდა შემოწმდეს ჰაერის და საწვავის ფილტრები. მათი დაბინძურება საწვავის ხარჯს დაახლოებით 4 პროცენტით ზრდის.

► ძრავისთვის მხოლოდ ის ზეთები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც მისთვისაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში, საწვავის ხარჯი დაახლოებით 2 პროცენტით შეიძლება შეამციროთ.

► საბურავებში ოპტიმალური წნევა შეინარჩუნეთ. თუ წნევა დაეცა, საწვავის ხარჯის ზრდასთან ერთად, საბურავის მუშაობის რესურსიც შემცირდება. ამიტომ, საბურავებში წნევა თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. ასე საწვავის ხარჯის დაახლოებით 3 პროცენტით შემცირებას მიაღწევთ.

► დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს კიდევ უფრო ამცირებს საწვავის ხარჯს.

2. ავტომობილი ტვირთით ზედმეტად არ დაამძიმოთ

ავტომობილის წონის ზრდა პირდაპირ აისახება საწვავის ხარჯზე. რაც უფრო მსუბუქია ავტომობილი, მის აჩქარებას მით ნაკლები ენერგია და შესაბამისად, საწვავი სჭირდება. ამიტომ ზედმეტი, უსარგებლო საგნები ხარჯს მხოლოდ გაზრდის. ცნობისათვის, 100 კილოგრამი ზედმეტი წონა, საწვავის ხარჯს (100 კილომეტრზე) 0.4 ლიტრით ზრდის.

► გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება. ზოგიერთი მძღოლი, საწვავის ეკონომიის მიზნით, სათადარიგო საბურავს და შესაბამის აღჭურვილობასაც სახლში ტოვებს.

3. მართეთ რბილად

მკვეთრი აჩქარება და მკვეთრი შენელება მაგისტრალზე ხარჯს 30 პროცენტით გაზრდის, ქალაქში კი - 40 პროცენტით! ამიტომ კარგი იქნება, თუ უხეშად მართვაზე უარს იტყვით და მშვიდ, რბილ მართვას მიეჩვევით! სხვა თუ არაფერი, ამით გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებთ წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს