"მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა... არ ეტყობოდა რომ ნასვამი იყო" - მეგობრების ავტოსტოპი, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა

"მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა... არ ეტყობოდა რომ ნასვამი იყო" - მეგობრების ავტოსტოპი, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა

რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარმა ავარიამ 11 წლის გოგონა იმსხვერპლა... ავტოსაგზაო შემთხვევამ კიდევ ერთხელ შეძრა საზოგადოება, თუმცა იმავე დღეს თბილისში კიდევ სამი ავარია მოხდა - ამჯერად, საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ზოგიერთმა მძღოლმა უამრავი ტრაგედიით ვერ მიიღო მწარე გაკვეთილი და კვლავ აგრძელებს ქუჩაში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, წესების დარღვევას, საჭის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას... ავარიებს საქართველოს გზებზე დასასრული არ უჩანს, არ ჩანს არც ამ პრობლემის მოგვარების გზები, შედეგები კი სავალალოა...

...23 წლის საბა ყაფლანიშვილი უმძიმესი ავარიის შემდეგ წელსქვემოთ პარალიზებული დარჩა. მისი ტრაგედია მაშინ დაიწყო, როცა მეგობართან ერთად ავტოსტოპით თბილისისკენ წამოსვლა გადაწყვიტა:

"შემთხვევა 2016 წლის 22 თებერვალს მოხდა. კასპთან, ავტობანზე ვიდექით მე და ჩემი მეგობარი, ავტოსტოპით მოვდიოდით თბილისში. ჩვენ წინ მარჯვენასაჭიანი მანქანა გაჩერდა და მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა. მანქანაში ჩავსხედით, თუმცა არ შეგვიტყვია რომ მძღოლი ნასვამი იყო... ერთ მომენტში შეეცადა წინ მიმავალი მანქანისთვის გადასწრებას, ამ დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და გზიდან გადავარდა.

ავარიის დროს მარტო მე დავშავდი მძიმედ. ხერხემლის სერიოზული ტრავმა მივიღე, ერთ-ერთ მალაზე იმპლანტი მაქვს ჩადგმული. ქირურგებმა გადამარჩინეს, მაგრამ წელს ქვემოთ პარალიზებული ვარ. მძღოლისთვის არ მიჩივლია, თუმცა გამოძიება ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა საჭეს. ის სასამართლოზე წარსდგა და საბოლოოდ, მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს. ასევე ჯარიმა დააკისრეს - 2000 ლარის ოდენობით.

მე ორი ოპერაცია დამჭირდა, რაც დაზღვევამ არ დაფარა. მანქანის მფლობელმა ამინაზღაურა მკურნალობის ხარჯები, თუმცა რეაბილიტაციისთვის საკმაოდ დიდი თანხა მჭირდება. ამ ეტაპზე ვერ დავდივარ. ფაქტობრივად, ახლიდან უნდა ვისწავლო სიარული".

23 წლის საბა ყაფლანიშვილის დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში და დახმარების გაწევის მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა:

TBCBGE22 - მიმღები: საბა ყაფლანიშვილი

ანგარიშის ნომერი - GE31TB7663445061100038

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ფეისბუქის გვერდი - ჩვენ ვეხმარებით საბას

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი