ტიკი - ძველი საღვინე ჭურჭელი, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში იყენებდნენ

ტიკი - ძველი საღვინე ჭურჭელი, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში იყენებდნენ

ტიკი იგივე ტიკჭორა, უძველესი ქართული საღვინე ჭურჭელია, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში მზადდებოდა. მას, როგორც წესი, ღვინის გადასატანად იყენებდნენ.

დაკლულ თხას ან ხბოს ოთხში ამოიღებდნენ, ნედლ ტყავს თრიმლში გამოიყვანდნენ, ბეწვიან მხარეს შიგნით მოუქცევდნენ, წინა მარჯვენა ფეხის დაბოლოებაზე ხის მასრას მოაბამდნენ, ჭიპისა და კუდის ადგილას ხის სარქვლებს ანუ პოჭოჭიკებს გაუკეთებდნენ, დანარჩენი სამი ფეხის დაბოლოებას შიგნიდან მაგრად გაკვანძავდნენ, შემდეგ ყელიდან თბილ კუპრს ჩაასხამდნენ და მოთელავდნენ. მოკუპრულ ტიკს გაბერავდნენ, რამდენიმე ხანს მზეზე გაკიდებდნენ და შემდეგ უკვე შეიძლებოდა მისი ხმარება.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს