რას მოიტანს მომდევნო 12 თვე საქართველოსთვის - ასტროლოგიური ახალი წლის პროგნოზი

რას მოიტანს მომდევნო 12 თვე საქართველოსთვის - ასტროლოგიური ახალი წლის პროგნოზი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ასტროლოგიური ახალი წლის შესახებ წერს, რომელიც 20 მარტს დაიწყო და მზის მომდევნო 12 თვიან ციკლში მოსალოდნელ მოვლენებს პროგნოზირებს:

"ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ის, რომ 20 მარტს 14 საათსა და 28 წუთზე მზე ვერძის 0 გრადუსზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულის ბუნიაობასთან ერთად დაიწყო ასტროლოგიური ახალი წელი, რომელიც მზის 12 თვიან ციკლზეა აგებული.

როდესაც რაიმე ციკლის ათვლის წერტილთან ვდგებით, ასტროლოგისათვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა გააკეთოს პროგნოზი ამ ციკლის ფარგლებში. და ახლა, მე შევეცდები, მომდევნო 12 წლის შესაძლო ტენდენციები განვხილო ამ ათვლის წერტილის გათვალისწინებით.

ცხადია, მე არ შევეხები იმას თუ რა შეიძლება მოუტანოს მზის ახალმა ციკლმა სრულიად მსოფლიოს. ეს იმდენად ვრცელი თემაა რომ ერთი გადაცემის ფორმატში ვერ ჩაეტევა. გარდა ამისა, ჩვენი აუდიტორიისათვის, მე ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება, თუ რას მოიტანს მომდევნო 12 თვე საქართველოსათვის.

ანუ ის რუქა, რომელიც 20 მარტის 14 საათსა და 28 წუთზე ციკლის დასაწყისს გვიჩვენებს, უნდა დაედოს საქართველოს ასტროლოგიურ რუქას, და ინახოს რა მიმართებაში არიან ამ ორი რუკის პლანეტები ერთმანეთთან. რა ხდება ამ რუკებზე? გვაქვს რაიმე დადებითი?

საბედნიეროდ, ეს ასპექტები ძირითადად არის ჰარმონიული, თუმცა არის რამდენიმე ნეგატიური ასპექტიც და მეც აქედან დავიწყებ, და კარგ სათქმელს ბოლოსთვის შემოვინახავ.

ჯერ მინდა ყურადღება შავი მთვარის, ანუ ლილიტის მიერ დასმულ აქცენტებზე გავამახვილო, რომელმაც, როგორც ალბათ გახსოვთ, იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე ვისაუბრეთ ამაზე, საქართველოს რუკის V სახლში შემოსვლისთანავე, თავისი კლანჭები დაგვანახა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა მნიშვნელობა აქვს ასტროლოგიაში მე-5 სახლს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის შემოქმედების, შვილებისა და სიყვარულის სახლი, მაგრამ ლილიტის აქ ტრანზიტი, ცხადია, მის ნეგატიურ მახასიათებლებს წამოწევს წინ და ამ თვალსაზრისით კი ესაა სკანდალების სახლი. და როგორც ვხედავთ, სკანდალების რიცხვი სამწუხაროდ სულ უფრო იზრდება. ამჯერად ტრანზიტული ლილიტი იუპიტერს უკეთებს ასპექტს, ხოლო ნატალური შავი მთვარე ტანზიტულ მთვარესთან და სატურნთანაა შეერთებული. რას იძლევა ეს? ლილიტი-იუპიტერის ტენდემი უკვე დაშლაზეა წასული და ამიტომ ნაკლები ძალისაა, მან უკვე იმუშავა წინა თვეებში და სასულიერო პირებთან, აგრეთვე პროკურატურასთან დაკავშირებული პრობლემები წამოჭრა. თუმცა რადგან ათვლის წერტილის დადგომისას ეს ასპექტი ჯერ კიდევ აისახა რუკაზე, ესე იგი გარკველ გამოძახილს მთელი წლის მანძილზე შეინარჩუნებს.

რაც შეეხება ლილიტის შეერთებას მთვარესთან და სატურნთან, როგორც იცით, მთვარე ასტროლოგიაში ქალის, დედის ფიგურას გამოხატავს, სატურნი კი აკრძალვებს შეზღუდვებს, კანონს. მე ვფიქრობ მე-5 სახლში ამ კონფიგურაციის გამოჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ახალი მოძრაობის - დედები შვილების გადასარჩენად - დაფუძნებას, რომელიც ელისო კილაძისა შვილის დ კიდევ სხვათა დაპატიმრების ტალღას მოჰყვა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო 1 წლის მანძილზე ქალების თემამ კიდევ სხვა მიმართულებებითაც იჩინოს თავი. ეს შესაძლოა შეეხოს განასკუთრებით იმ ქალბატონებს, ვინც ელიტის, ხელოვნების ან მაღალი ეშელონების წრესთანაა კავშირში.

ბოლო ნეგატიური ასპექტი, რაც ამ ორი რუკის შეერთებით წარმოიქმნება, არის პლუტონისა და მზის კვარატურა. მისი ზემოქმედება შეეხება ქვეყნის ფინანსურ მხარეს და ასევე გამოიწვევს სერიოზულ რყევებს ზედა ეშელონებში. ეს რყევა იმდენად ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საკადრო ცვლილებების აუცილებლობითაც გამოიხატოს, ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა ერთმა ან რამდენიმე თანამდებობის პირმა ნებით დატოვოს თავისი სავარძელი, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არც თუ ისე ნებაყოფლობითი ნაბიჯი, შეიფუთოს როგორც დაკავებული თნამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა...

ახლა, რაც შეეხება დანარჩენ ასპექტებს, აქ არის ერთი გაყრადი ასპექტი მთვარესა და მზეს შორის, რაც აქამდე განვლილ პერიოდში ხალხის მიერ ხელისუფლებისადმი ნდობის გაზრდაზე მეტყველებს ლარის კურსის გამყარებასთან მიმართებაში. თუმცა როდესაც სხვა რეალური ნაბიჯები გამოკვეთილი არაა, ცხადია მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.

რეალურ ნაბიჯებად კი მიმდინარე წელს დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის გამოჩენილი შანსების სწორად გამოყენების პერსპექტივა მესახება. ვინაიდან სწორედ ამის საშუალებას იძლევა საქართველოს რუკის მე-4 სახლში მდგომ პლუტონთან ტრანზიტული პლუტონის ჰარმონიული ასპექტი. მე-4 სახლი არის სამშობლო, ეროვნული ფუძე, ტერიტორია, მიწა. ხოლო პლუტონი, რომელიც ტრანსფორმაციის პლანეტაად არის მიჩნეული უკვე მოგვცემს საშუალებას გავატაროთ საჭირო ცვლილებები, რათა უახლოეს მომავალში უკვე შესაძლებელი გახდეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. მე ასეთ ინტერპრეტაციას ვაძლევ ამ ასპექტს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდება. მართალია ეს ჯერჯერობით მხოლოდ პროცესის დასაწყისია, მაგრამ თუ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ახლა სამყარო გვაძლევს ხელიდან არ იქნება გაშვებული, მაშინ ყველაფერი საუკეთესო სცენარით შეიძლება წარიმართოს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს