5 აუცილებელი რჩევა ახალბედა მძღოლებს

5 აუცილებელი რჩევა ახალბედა მძღოლებს

ავტოსაგზაო შემთხვევა ძირითადად მძღოლის გამოუცდელობის ბრალია. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა დამწყები მძღოლი. საქართველოში მძღოლების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს მართვის მოწმობას და ყიდულობს ავტომობილს. დამწყები მძღოლების მომზადებას ნებისმიერ დროს უდიდესი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, მაგრამ ახლა, როცა მძღოლების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად 18-დან 25 წლამდე ასაკის მძღოლების ბრალია. ანუ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავარიები ძირითად მძღოლების გამოუცდელობის, თავდაუჯერებლობის, ზედმეტი რისკის და, ასე განსაჯეთ, ხშირად თავხედობის გამო ხდება. და მაინც: რა უნდა ვურჩიოთ დამწყებ მძღოლებს?

რჩევა პირველი: ვარჯიში და სიფრთხილე

► მართვის მოწმობის აღების შემდეგ სასურველია, მაშინვე დაიწყოთ ავტომობილის მართვა - ჯერ მოკლე დისტანციებზე, შემდეგ კი, ნელ-ნელა, უფრო და უფრო დიდ დისტანციებზე. აუცილებელია სიფრთხილეც, ოღონდ გონივრული სიფრთხილე. ავტომობილის ფრთხილად მართვა არ გულისხმობს მაინცდამაინც ძალიან ნელა მართვას. გონივრული და დასაშვები სისწრაფე ნებისმიერ გზაზე მნიშვნელოვანია.

► მთავარია, არ დაარღვიოთ მოძრაობის წესები და გაითვალისწინოთ სხვა მძღოლების ინტერესები. კარგი იქნება, თუ ახალბედა მძღოლს მშობლებიც დაეხმარებიან და ათხოვებენ თავიანთ ავტომობილს. დამწყები მძღოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებაა და თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა გამოცდილება მიიღოს, ამაში უნდა დაეხმაროთ და ავტომობილი უნდა ათხოვოთ. აკრძალვა იმის შიშით, რომ შეიძლება რამე დაემართოს, ამ შემთხვევაში კარგს არაფერს მოგიტანთ - პირიქით, მშობლები უნდა დაეხმარონ შვილს კარგ მძღოლად ჩამოყალიბებაში განაგრძეთ AUTOBILD-ის რჩევების კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს