ინდოეთის სამკურნალო და არომატულ მცენარეთა ინსტიტუტის მეცნიერებმა სრულად გაშიფრეს რეჰანის გენომი. მოგეხსენებათ, ეს მცენარე უძველესი დროიდან წარმატებით გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში. ის ეფექტურია ბრონქიტის, ასთმის, ართრიტის, შაქრიანი დიაბეტის, სოკოვანი ინფექციების, გრიპის, დიარეის, დიზენტერიის მკურნალობაში. რეჰანის ნაყენებს წარმატებით იყენებენ ხველის, მწერთა ნაკბენების, თვალებისა და გულის პათოლოგიათა, აგრეთვე ღებინებითა და ცხელებით მიმდინარე ბევრი დაავადების სამკურნალოდ.