სარფში თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე სცემეს? - რას ყვებიან დაზარალებულების ახლობლები

სარფში თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე სცემეს? - რას ყვებიან დაზარალებულების ახლობლები

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მოქალაქეების ახლობლები ავრცელებენ, რომლებიც ამ წუთებში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან აქციას მართავენ.

იხილეთ ვიდეო

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაში დაახლოებით 30-მდე პირი მონაწილეობს. მათი მტკიცებით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ამასთან, როგორც დაზარალებულების ახლობლები აცხადებენ, დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან და არ იციან, ისინი რა მდგომარეობაში არიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

"რომ გადადიოდა საზღვარზე ჩაურტყეს "ნიფტალი" (ერთდღიანი აკრძალვა თურქეთში შესვლაზე). ამ ბიჭმა არ იცოდა თურქული და ვერ მიხვდა, სად უნდა წასულიყო. როდესაც სხვა მიმართულებით წავიდა, მებაჟეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისე ცემეს, რომ ორი ადამიანი სასწრაფოს მანქანით რეანიმაციაში წაიყვანეს", - განაცხადა რეზო ჩანდარაძემ.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ვინაიდან ინციდენტი თურქეთის მხარეს მოხდა, ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს. თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძის უწყებაში განმარტეს, რომ მათთვის მსგავსი ტიპის ინფორმაცია ცნობილი არაა.

რაც შეეხება ტრაპზონში საქართველოს საკონსულოს, იქ აცხადებენ, რომ ინფორმაცია ასეთი ჭორის გავრცელების შესახებ საქართველოს საპატრულო პოლიციისგან მიიღეს და ახლა გადამოწმების ეტაპზე არიან.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა