გურჯაანში 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს

გურჯაანში 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს

ქალაქ გურჯაანში, 27 წლის გ. ც-მ 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, გოგონა სპორტული კომპლექსიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას ოთხი მამაკაცი დახვდა და ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

მოტაცებამდე რამდენიმე დღით ადრე, გოგონამ დახმარების მიზნით, პოლიციასაც მიმართა. მეგობრების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც მისი ცოლად შერთვა სურდა, გოგონას აწუხებდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდა. მათივე თქმით, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. ოჯახის წევრები გოგონას ამ დრომდე ეძებენ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა