გორის ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი, მათ შორის 8 თვის ორსული ქალი ცხოვრობს

გორის ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი, მათ შორის 8 თვის ორსული ქალი ცხოვრობს

გორის ყოფილი აგრარული ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, 8 თვის ორსული ქალი, რომელიც ბავშვს მაისში ელოდება. ის მეუღლესთან ერთად, ტუალეტში და-ძმა, ნაზი და თამაზ საათაშვილებმა შეიფარეს.

ნაზი და თამაზ საათაშვილებმა სოფლის სახლის დანგრევის შემდეგ, გორში ერთსართულიანი სახლი იქირავეს. მათთან ერთად, კიდევ ერთი ძმა ოჯახთნ ერთად ცხოვრობდა, რომელიც ამჟამად მეშვიდე ბავშვს ელოდება. ერთ ოთახში 10 ადამიანი ვერ მოთავსდა. ცოლ-შვილიან ძმასთან კონფლიქტის გამო ნაზიმ და თამაზმა მერიისგან ნაქირავები სახლი მიატოვეს და ტუალეტში გადავიდნენ საცხოვრებლად. თამაზ საათაშვილი ანთებული ღუმელით ღამის საათებში გორის ქუჩებში მოძრაობს და ნაგვის ურნებიდან პლასტმასის ბოთლებს აგროვებს. ნაზი საათაშვილი კი მძიმედაა დაავადებული.

საათაშვილების მიერ შეფარებული სოსო აზალაძე კი ნასამართლევია და მეუღლე ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეირთო. ოჯახმა ის რვა თვის ორსულ მეუღლესთან ერთად სახლიდან გააგდო. ამის შემდეგ შეიფარეს ორივე საათაშვილებმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა