ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა

ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა. აბაშიძე თითქმის 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა. როგორც ცნობილია, უმცროსი აბაშიძე აპრილში დაიბადა და მას ალექსანდრე დაარქვეს.

ასლან აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან - მაგული გოგიტიძესთან, ორი შვილი - დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალბატონის სახელი და გვარი, რომელმაც ასლან აბაშიძეს შვილი გაუჩინა, უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს ასლან აბაშიძის ყოფილმა პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ განუცხადა, აჭარის ყოფილ მეთაურს შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა.

ფოტოზე: ასლან აბაშიძე შვილთან, რძალთან და ტყუპ შვილიშვილთან ერთად

"ჩემს ქობულეთელ ახლობელს ვესაუბრებოდი მოსკოვში. ის რამდენიმე წელია მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სრულიად შემთხვევით საუბრისას მითხრა, რომ ასლან აბაშიძეს ვაჟი შეეძინა. ნამდვილი ამბავია და ცაში დაფრინავს, ისე უხარიაო", - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

ბაკურიძის ცნობით, ასლან აბაშიძეს ბათუმში ყოფნის ბოლო წლებში თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც მოსკოვში გადასვლის შემდეგ თან წაიყვანა. სწორედ მან გაუჩინა მესამე შვილი აჭარის ყოფილ მეთაურს. ასლან აბაშიძის მესამე შვილის დედა 45 წლამდე ასაკისაა.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ასევე ნახეთ: გიორგი აბაშიძის და სალომე ბაჯელიძის ოჯახური იდილია...

შეიძინეთ ბინა 50 000 ლარიანი ფასდაკლებით m2 ის კომპლექსში

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში