ვერძი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, მაგრამ პროფესიონალების რჩევებსაც დაუგდეთ ყური. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
კურო
დღეს სამსახურში განსაკუთრებით მოწესრიგებული უნდა იყოთ. კარგი დღეა ფლირტისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. საღამო ნათესავების გარემოცვაში გაატარეთ.
ტყუპი
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. იყავით მეტად გახსნილი და კონტაქტური. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა წარმატებით ჩაივლის. საღამოს გამონახეთ დრო დასვენებისა და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.
კირჩხიბი
პოზიტიური დღე გელით. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გარშემო მყოფების მიმართ იყავით გულკეთილი, მოღიმარი. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით.
ლომი
სამსახურის საქმეებით დატვირთული დღე გელით. მაგრამ ნურც პირად ურთიერთობაზე იტყვით უარს. სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო ცვლილებები გელით.
ქალწული
დღეს საუკეთესოდ შესრულებული საქმისთვის შექებას დაიმსახურებთ და ეცადეთ, სამადლობელ სიტყვაში მოიხსენიოთ ისინიც, ვინც გამარჯვებაში დაგეხმარათ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ.
სასწორი
ნუ ელოდებით სურვილების მომენტალურ ასრულებას. დაკმაყოფილდით იმ მცირედით, რაც ახლა გაქვთ. საღამოს მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან.
მორიელი
ახალ, საინტერესო და გავლენიან მეგობრებს გაიჩენთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა და ერთ ნახვით შეყვარება ელის. საღამოს შინ ვახშამზე არ დააგვიანოთ.
მშვილდოსანი