"სიტყვები, რომ გუგა კუზანოვი ჩემზე იყო გადამჯდარი, შეურაცხმყოფელია" - მზია ორველაშვილის პასუხი ნინო კუზანოვას

"სიტყვები, რომ გუგა კუზანოვი ჩემზე იყო გადამჯდარი, შეურაცხმყოფელია" - მზია ორველაშვილის პასუხი ნინო კუზანოვას

ქართული შოუბიზნესის ორ პოპულარულ ქალს შორის სკანდალია ატეხილი. მოცეკვავე მზია ორველაშვილი ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის ცოლის, ექიმ ნინო ნადირაძის სიტყვებმა შეურაცხყო. სკანდალი ასე დაიწყო: გადაცემა "პრაიმ შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა, კარდიოლოგმა ნინო ნადირაძემ, ეთერში ის პერიოდი გაიხსენა, როცა მისი ქმარი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობდა.

"გუგა დადის ყოველდღე რეპეტიციებზე და ბრუნდება ღამის ორ საათზე. ერთ დღეს მეუბნება, ბოისას ცოლი სულ იქ ზის და შენ ერთხელ არ მოხვედი, მოდი, დამხედე, ეგებ რას ვშვრებიო.

ერთ დღესაც ავისხი აბჯარი, წავედი და ვხედავ, თავისი პარტნიორი ფეხებშუა ჰყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი ვეფხვი და მოყმესავით. მე ვუთხარი, ეს რა ილეთია-მეთქი. თვითონაც შეშფოთდა. ცივად გამოვიხურე კარები, მოვედი სახლში და შეურაცხყოფილი დავხვდი", - აღნიშნა ნინო კუზანოვმა.

იხილეთ ვიდეო: "ვხედავ ეს თავისი პარტნიორი ფეხებშუა ყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი..."

გუგა კუზანოვს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" პარტნიორობას მზია ორველაშვილი უწევდა და, ნინო ნადირაძე, ლოგიკურია ვიფიქროთ, თავის მონაყოლში სწორედ მას გულისხმობდა. ასე გაიგო მზია ორველაშვილმაც მისი ნათქვამი და, მიუხედავად იუმორით მოყოლილი ამბისა, შეურაცხყოფილი დარჩა.

სკანდალის მეორე დღეს მზია ორველაშვილმა "სარკესთან" საუბარში განაწყენების მიზეზი განმარტა.

- მზია, ნინო ნადირაძის მიერ ხუმრობით ნათქვამი ეს სიტყვები ასე ძალიან რატომ გეწყინათ?

- ჩემი აზრით, ასეთი იუმორი ქართველ ქალს არ უნდა ახასიათებდეს. როცა ადამიანს პატივს ვცემ, როგორი იუმორიც უნდა ჩავრთო, ასეთ შეუაცხყოფას არასდროს მივაყენებ. შეიძლება მან თქვას, რომ ეს არაფერია, უბრალო ხუმრობაა და სოფლელად ჩამთვალონ, რადგან ამას ავყევი, მაგრამ მთელი საქართველო ამაზე საუბრობს.

ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან გამწარებული ვარ. ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დამისვეს კითხვა, ასეთი რაღაც შენზე როგორ თქვაო. ხუმრობაც რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ცოტა სხვა ფორმით ეთქვა, ამას გარდა, მე და გუგა კუზანოვი ღამის 2 საათამდე არასდროს ვმეცადინეობდით!

- კონკრეტულად რომელი ფრაზა აღმოჩნდა თქვენთვის შეურაცხმყოფელი?

- რაც მოყვა, ის, თუ როგორ შემოვიდა დარბაზში და დაინახა, მის მეუღლეს როგორ ვყავდი ფეხებს შორის გაგდებული და როგორ იყო ზემოდან ჩემზე გადამჯდარი, მერე ჩვენ როგორ შეგვრცხვა, ის კი როგორ გაბრაზდა და ორი დღის განმავლობაში როგორ ეჭვიანობდა.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

„ღამის სერენადები 2020“ დასრულდა

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები