"უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა... უდიდესი ტრაგედიაა ოჯახისთვის" - რას ჰყვება სანაპიროზე ავარიაში გარდაცვლილი გოგონას ნათესავი

"უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა... უდიდესი ტრაგედიაა ოჯახისთვის" - რას ჰყვება სანაპიროზე ავარიაში გარდაცვლილი გოგონას ნათესავი

გუშინ, 2 მაისს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე 19 წლის ჯული დავითაძე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა. მასთან ერთად მანქანამ კიდევ ერთ პირს დაარტყა, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონა მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდანაა და თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. დედაქალაქში ჯული დასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც სტუდენტია.

სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ნათესავმა ფოტოები და სამძიმრის ტექსტი გაავრცელა. 

AMBEBI.GE ჯული დავითაძის ბიძაშვილს, მზია დავითაძეს დაუკავშირდა:

"ჯული ხულოში, სოფელ ფაჩხაში დაიბადა. 19 წლის სიცოცხლით სავსე გოგონა იყო, მის გარშემო ყველას ახარებდა, ახალისებდა და ულამაზებდა ცხოვრებას. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა, მოსამზადებელ კურსს გადიოდა, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და ერთ-ერთ მარკეტში კონსულტანტად მუშაობდა. მისი და სტუდენტია და მასთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც ვიცი, გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა. გზაზე მის გარდა, კიდევ ერთი ბიჭი გადადიოდა, ორივეს დაჯახებია მანქანა, ბიჭი საავადმყოფოშია.

უდიდესი ტრაგედიაა ოჯახისთვის. მშობლები და და-ძმა ჰყავს. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ყველა გაგვაუბედურა და დიდი ტკივილი მოგვაყენა", - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.

მზია დავითაძის თქმით, დაღუპული გოგონას ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი