შსს: "ღამის მგლების" ერთი წევრი აპრილში, "ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე" ჩამოვიდა

შსს: "ღამის მგლების" ერთი წევრი აპრილში, "ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე" ჩამოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსი ბაიკერის - ე.წ. ღამის მგლების" წევრი იმყოფება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" წევრია.

"სოციალურ ქსელში ე.წ. "ღამის მგლებთან" დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების - ე.წ. "ღამის მგლების" 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას.

ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის.

შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი ხასიათის ინციდენტს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია თბილისში მყოფი "ღამის მგლების" ბაიკერი. ფოტოები ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინაა გადაღებული.

წაიკითხეთ:  ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ