არ მიაყოლოთ ალკოჰოლს ტკბილი გაზიანი სასმელები - ეს თქვენთვის მავნებელია

არ მიაყოლოთ ალკოჰოლს ტკბილი გაზიანი სასმელები - ეს თქვენთვის მავნებელია

სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია. მთავარი არის ის, რომ ღვინისა თუ არყის მოყვარულები ხშირად ალკოჰოლურ სასმელს გაზიანსაც აყოლებენ. ეს კი ძალიან მავნებელია. საქმე ისაა, რომ ტკბილ და, საზოგადოდ, გაზიან სასმელებში შემავალი ნახშირორჟანგი ძლიერ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, შედეგად, ალკოჰოლი უფრო სწრაფად შეიწოვება და თრობაც ბევრად უფრო ადრე ვითარდება, ვიდრე მხოლოდ ალკოჰოლური სასმელის დალევისას.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კი ის არის, რომ გაზიან სასმელებში შემავალი დანამატები, ე.წ. დამოკიდებულების აღმძვრელი სპეციალური კომპონენტები ეთილის სპირტთან კომბინაციაში უფრო სწრაფად და ეფექტურად რთავენ მექანიზმს - "რაც უფრო მეტს სვამ, მით მეტი გინდა!". გაზიანი სასმელის პარალელურად ალკოჰოლის სმის დროს ამ უკანასკნელზეც იზრდება მოთხოვნილება. ანუ ადამიანი სულ უფრო მეტ ალკოჰოლს მიირთმევს და მეტ გაზიან სასმელსაც აყოლებს. თუ იმ დღით სიმთვრალის გართულებებს გადაურჩა, მეორე დღეს მძიმე სიმპტომებით დატვირთული ბახუსი გარანტირებული აქვს. ბახუსის თანმხლები აუტანელი სიმპტომები ხშირად სწორედ სასმელების აღრევის შედეგია. მხოლოდ ალკოჰოლური სასმელის დალევის შემდეგ ასეთი მძაფრად გამოხატული სიმპტომები არ ვითარდება... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს