ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა მიირთვას, მათაც კი, ვისაც სიმსუქნე აწუხებს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმები მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში სხეულის მასის მატებაზე გავლენას არ ახდენს.
სიაში პირველ ადგილზეა კვერცხი, რომლის გულიც მდიდარია ორგანიზმისთვის უსაფრთხო ქოლესტერინით;
მეორეზე - ავოკადო, მასში შემავალი კალიუმი და ოლეინის მჟავა ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციობას;
მესამეზე - ყველი, რომელიც საზოგადოდ კალციუმის, ფოსფორისა და B12 ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ჩამოთვლილი ნივთიერებები კი უპირველესად მნიშვნელოვანია ძვლების სიმტკიცისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის;.. განაგრძეთ კითხვა