ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის ბიჭი მისმა თანატოლებმა ჩაცხრილეს - შსს დაკავებულების კადრებს ავრცელებს

 ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის ბიჭი მისმა თანატოლებმა ჩაცხრილეს - შსს დაკავებულების კადრებს ავრცელებს

სამართალდამცველებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორი პირი: 22 წლის ნ.მ და 26 წლის ო.თ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, კიდევ ერთი პირი 23 წლის ბ.ჩ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეომასალა, რომელიც შსს-მ ახლახანს გაავრცელა

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ: "ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლად 19 წლის გოგო..." - ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ბიჭის მეგობარი მკვლელობის დეტალებს ყვება

სამართალდამცველებმა 2 ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული - სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი ჯგუფურად და ისეთი საშუალებებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით)" - ნათქვამია განცხადებაში.

3 მაისს, 26 წლის გიორგი შარაშენიძე ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩის 48 ნომერთან მოკლეს - თავდამსხმელმა 26 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში ავტომატით ჩაცხრილა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მანქანაში იჯდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გამვლელმა გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ