"დიდი პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.
წაიკითხეთ: გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ