როგორ დავამზადოთ მივიწყებული ქართული კერძები

როგორ დავამზადოთ მივიწყებული ქართული კერძები

სამზარეულო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უცხოელ სტუმრებსა და ტურისტებს აქტიურად ვუზიარებთ. გარდა ამისა, საქართველოს ყველა კუთხეს დამახასიათებელი კერძები აქვს, რომელთა ძირითად ნაწილსაც ბევრი ჩვენგანი ამზადებს და მიირთმევს, თუმცა ბევრი ქართული კერძის შესახებ არც კი გვსმენია.

Allnews.ge ამგვარი კერძების დასახელებებსა და რეცეპტებს გთავაზობთ, რომლებიც წიგნის, სახელად "ქართული ტრადიციული კერძები" თანაავტორმა, მზია სიმონიძემ გაგვაცნო - "შევეცადე, ცალკეული მხარისათვის დამახასიათებელი ძირითადი კერძები შემერჩია, რომლებიც ქართულ სუფრას წლების განმავლობაში შემორჩა, წიგნშიც სწორედ მათ შესახებ მოგითხრობთ. ეს კერძები, სხვადსხვა რეგიონის ოჯახებში მზადდება, მაგრამ საერთო სუფრაზე არ გვხვდება,"- განმარტავს მზია სიმონიძე.

კერძების ჩამონათვალი კი ასეთია:

ქათმის ბოზართმა

კერძი ქართლსა და კახეთში მზადდება. მომზადების რეცეპტი კი ასეთია: ქათამი უნდა დაჭრათ, ქვაბში ჩაყაროთ და თავისივე ცხიმში მოთუშოთ. ათ წუთში დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და წითელი წიწაკა ნელ-ნელა უნდა დააყაროთ და ქათამი იქამდე მოთუშოთ, სანამ არ შეწითლდება, შემდეგ კი იმდენი მდუღარე წყალი უნდა დაასხათ, რომ მასა მთლიანად დაიფაროს. თუ შეატყობთ, რომ წვენი შრება, თეთრი ღვინო უნდა დაამატოთ. როცა მზად იქნება, მარილითა და წვრილად დაჭრილი ქინძით უნდა შეაზავოთ.

მზია სიმონიძის თქმით, ამ კერძის მომზადებისას თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ცხვრის ხორცის ლავაშურა

კერძს თუშეთში ახლაც მიირთმევენ. მომზადების წესი ასეთია: ცხვრის ხორცის ბარკალი უნდა დაბეგვოთ, მარილი და შავი პილპილი მოაყაროთ, რის შემდეგაც ხორცს ნაპირებს შეუკეცავთ და მრგვალ ფორმას მისცემთ, წაუსვამთ დანაყულ ხახვს და დაფქულ ყვითელ კოჭას მოაყრით.

აღნიშნული პროცედურების შემდეგ, უნდა ამოავლოთ წინასწარ ათქვეფილ კვერცხში და ფქვილში, გააბრტყელოთ და ტაფაზე, ერბოში შეწვათ. მომზადების შემდეგ, ზემოდან გამდნარი კარაქი უნდა მოასხათ. კერძი ცხელ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს