ყველა ჩვანგანმა იცის, რომ ბოსტნეული უმად ბევრად სასარგებლოა და ინარჩუნებს მეტ ვიტამინსა და მინერალს.
ითვლება, რომ თერმული დამუშავების შემდეგ ბევრი სასარგებლო ნივთიერება ბოსტნეულში კვდება. მაგრამ მეცნიერები და ჯანმრთელი კვების მიმდევრები ამტკიცებენ, რომ რამდენიმე პროდუქტი უმჯობესია სწორედაც რომ მოხარშული მივირთვათ.
გამოკვლევებმა, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია ისეთი ნივთიერება, როგორიც არის ლიკოპინი. ეს პიგმენტი, რომელსაც ზოგიერთი მცენარე შიეცავს, დაბლა წევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკს. მეტ კონცენტრაციას კი ლიპოგენი აღწევს იმ ბოსტნეულში, რომელმაც თერმოდამუშავება განიცადა, ანუ მოხარშულში.
თუმცა, ეს არ ეხება ყველა მცენარეული წარმოშობის პროდუქტს. დიასახლისებმა, მზარეულებმა და დედებმა, ყველამ, ვინც საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას უფრთხილდება უნდა იცოდეს, რომელი ბოსტნეული უნდა მოიხარშოს მირთმევამდე!
1. ისპანახი
ისპანახი მდიდარია კალციუმით, რკინითა და მაგნიუმით. იმისათვის, რომ ეს ყველა ნივთიერება ორგანიზმმა შეითვისოს, ისპანახი უნდა მოიხარშოს. ამასთან კალციუმის რაოდენობა მოხარშვისას სამმაგდება.
2. კომბოსტო
კომბოსტო მდიდარია საკვები ქსოვილებით, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა წევს. ხარშვისას ამ ნივთიერებების რაოდენობა მრავლდება.
ადრეულ გაზაფხულზე დიეტოლოგები გვირჩევენ მოვამზადოთ წვნიანები კომბოსტოს მწნილით. ოღონდ ისე უნდა განსაზღვროთ წვნიანის რაოდენობა, რომ მაშინვე მიირთვათ და არ შეინახოთ მაცივარში.
ხარშვისას ციტამინების C, PP რაოდენობა სამმაგდება. მაგრამ სამწუხაროდ, იკარგება ისეთი იშვიათი ვიტამინი, როგორიც არის U. ამიტომაც უმი კომბოსტო სრულიად არ უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან... განაგრძეთ კითხვა gemrielia.ge-ზე