"ვადაგასული ურთიერთობები საბოლოოდ ამოწურავენ თავს" - რას წერს ასტროლოგი მომდევნო 7 დღის შესახებ

"ვადაგასული ურთიერთობები საბოლოოდ ამოწურავენ თავს" - რას წერს ასტროლოგი მომდევნო 7 დღის შესახებ

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მომდევნო 7 დღის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

"ამ კვირის მთავარი მოვლენა შედგება 21 მაისს, როდესაც 01:31 წუთზე

მზე დატოვებს კუროს ნიშანს და გადავა ტყუპებში. რასაც, რაღა თქმა უნდა, ვულოცავთ ყველა მზით ტყუპს.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტყუპებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება. 21 ივნისის ჩათვლით ''მათი დროა''. იწყება ცხოვრების ახალი ციკლი. თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ ტყუპებს როდი გაუმართლებთ, აღმასვლას იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჰაერის ან ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან.

ეს ასევე მშვენიერი დროა ყველასთვის, ვინც მერკურიანული საქმიანობით არის დაკავებული. ანუ გამართლებები ელით მწერლებს, ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, ვინც კომერციაშია. აგრეთვე საშუამავლო ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს.

კარგი პერიოდია ინტელექტუალური საქმეების განვითარებისათვის. გონება ძალიან გამახვლებულია, ინფორმაციის ათვისება ხდება ძალზე იოლად და სწრაფად. ბევრი რამ, რისი ათვისებაც აქამდე რთულად გვეჩვენებოდა, ახლა მარტივად გასაგები ხდება. ამიტომ თუ რაიმე ტიპის სასწავლო პროცესში ჩართვას აპირებთ, სწორედ რომ შესაფერისი დრო იქნება საამისოდ. განსაკუთრებით კი თუ აღმავალ პერიოდსაც დაამთხვევთ. ანუ 24 მაისიდან 7 ივლისის ჩათვლით...

თუმცა იქამდე ჯერ კიდევ შორია და ამაზე თავის დროზე კიდევ ვისაუბრებთ.

19 მაისიდან მთვარე დაღმავალ ფაზაში გადავიდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც ენერგია ძველი, უკვე დაწყებული საქმეების დასარულებლად უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ ახლის დასაგეგმად. მთვარე თევზების ზოდიაქოში მოძრაობს, ამიტომ კარგი იქნება თუ ხვალ და ზეგ სულიერი პრაქტიკისათვის, ლოცვის, მედატაციისათვის გამოძებნით დროს. განსაკუთრებით კარგი იქნება ეს დღეს რადგან ღამის მნათობს თევზების მმართველი პლანეტა- ნეპტუნიც უერთდება.

ამის მერე ცოტა არ იყოს სიტუაცია რთულდება.

20 მაისი არაა იოლი დღე - ამ დღეს იკვრება ტაუკვადრატი - ვენერა-იუპიტერის ოპოზიციას აკვადრატებს პლუტონი. ამ ფიგურის ზემოქმედება 26 მაისის ჩათვლით გასტანს და ურთიერთობებში დაძაბულობას და პრობლემებს შემოიტანს. მოერიდეთ კამათს ახლობლებთან. ასეთ დროს ვადაგასული ურიერთობები საბოლოოდ ამოწურავენ ხოლმე თავს.

უთანხმოება შესაძლოა შეეხოს ფინანსურ საკითხებსაც. მოსმენის და დათმობის სურვილის არქონა, ეგოიზმი, გადაჭარბებული თავდაჯრებულობა ზრდის ფულთან მფლანგველური დამოკიდებულების რისკს. ეს პერიოდი არაა ხელსაყრელი უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტებისათვის. ასევე საგადასახადო, საბაჟო, საბანკო სისტემებთან ურთიერთობისათვის. იზრდება გამოძალვის, შანტაჟის, თაღლითურ სქემებში გაბმის ალბათობაც. შესაძლოა მოგიწიოთ კანონთან შეჯახება ჯარიმების სახით.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით სჯობს მოერიდოთ ღვიძლის გადატვირთვას. ნუ მიიღებთ ჭარბი რაოდენობით ცხიმიან ან შემწვარ საკვებს. ალკოჰოლის სმაშიც დაიცავით ზომიერება. არაა გამორიცხული ტრამვების მიღების საშიშროებაც. რაც შეეხება სამედიცინო გამოკვლევებს, ისინი ამ პერიოდში, როგორც წესი, არ იძლევიან დაავადების რეალურ სურათს.

როგორც უკვე ავღნიშნე, ეს პერიოდი 26 მაისის ჩათვლით გასტანს.

თუმცა ბევრად უკეთესი დღეა ორშაბათი, 21 მაისი. ამ დღეს ვერძის ნიშანში მოძრავი მთვარე სექსტილშია მზესთან, ირთვება ვენერა-მარსის სექსტილიც. ამ ასპექტების მეშვეობით ხერხდება წინა დღით გაფუჭებული ურთიერთობის ნორმალიზება. განწყობაც ბევრად უფრო ოპტიმისტურია, ადამიანებს სურვილი უჩნდებათ რომანტიული ელფერი შეიტანონ თავიანთ ცხოვრებაში. საქმიანი საკითხების გადაწყვეტაც ამ დღეს უფრო რბილად, ზედმეტი დაძაბულობების და კამათის გარეშე შეიძლება.

მომდევნო დღე - სამშაბათი, კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს შემოიტანს. განსაკუთრებით დაბალანსებული იქნება ეს დღე დილის საათებში, როდესაც მთვარე ვენერას შეუერთდება.

22-შივე საღამოსკენ ჩაირთვება სატურნი-მარსის ოპოზიცია რომელიც ჯერ სუსტია, მაგრამ შესაძლოა კვლავ იჩინოს თავი სიჯიუტემ, მოუთმენლობამ. შეასაძლოა მოგვეჩვენოს, რომ დრო ძალიან ნელა გადის, ჩვენ კი გარკვეული რეზულტატების მიღება გვიგვიანდებოდეს, რასაკვირველია, უმჯობესი იქნება, თუ მოვლენებს მეტი მოთმინებით მოვეკიდებით.

23-ში დილით მთვარე - ვენერა და ურანი ერთად ფოკუსირდებიან, საღამოსკენ მთვარე უკვე მერკურისა და ურანს უყრის ერთად თავს, რის გამოც ეს დღე ორიგინალური იდეებით იქნება გამორჩეული. შესაძლოა მეგობრები გვეწვიონ, ან ჩვენ გაგვიჩნდეს სურვილი მათთან შეხვედრის.

თუმცა ასევე არაა გამორიცხული საგზაო შემთხვევების ალბათობაც და ელექტროტექნიკის გაუმართაობაც. მოერიდეთ დენთან მუშაობას. არასასურველი დღეა ფრენებისათვის.

ამავე დღეს ჩამოყალიბებას იწყებს ურანი-მარსის სექსტილი, რომელზედაც უკვე მომდევნო კვირაში გვექნება საუბარი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს