"დანა აქვს უჯრაში და თანამშრომლებს ემუქრება" - გოგი წულაია ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელზე

"დანა აქვს უჯრაში და თანამშრომლებს ემუქრება" - გოგი წულაია ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელზე

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორს თანამშრომლების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბადრი ვაშაკიძეს პროკურატურაში ხელწერილიც აქვს დაწერილი.

"დანა აქვს უჯრაში და თანამშრომლებს ემუქრება. მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ პროკურატურაშიც დააწერინეს ხელწერილი, რომ კაცს არ მოკლავს", - ამბობს გოგი წულაია.

ბრალდებას უარყოფს თავად ბადრი ვაშაკიძე და წულაიას პირადი მოტივით ზეწოლაში ადანაშაულებს.

"რად მინდა უჯრაში დანა. მე კარატისტი ვარ და შიშველი ხელებით შემიძლია მოვკლა კაცი. პროვოკატორია ეს ადამიანი, უბრალოდ. პირიქით, მაგის დეიდაშვილი, ანა ლეჟავა, რომელიც ჩემი თანამშრომელია, პროკურატურაშია დაბარებული დოკუმენტების გაყალბების გამო და წულაია ახლა ამ ფორმით ცდილობს ჩემზე ზეგავლენის მოხდენას", - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

იხილეთ ვრცლად kutaisipost.ge-ზე

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში