როდის არის სექსისთვის საუკეთესო დრო

 როდის არის სექსისთვის საუკეთესო დრო

როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას სექსისგან წყვილები ტესტოსტრონის პიკოვანი მაჩვენებლის პერიოდში იღებდნენ.

ოთახის განათების მატება ასტიმულირებს ჰიპოთალამუსის ფუნქციობას, შესაბამისად, ნიშანი ეძლევა ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების დამატებით გამოყოფას. გამთენიისას ტესტოსტერონის დონე სისხლში 25-50 %-ით მომატებულია, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება დილის ერექციაც მამაკაცებთან. ის დაახლოებით 05:48 საათისთვის ხდება.

ტესტოსტერონის გამომუშავებიდან დაახლოებით ერთ საათში მისი დონე მინიმუმამდე ეცემა. ამიტომაც ჰარვარდელი მეცნიერები დამატებით ფიზიკურ დატვირთვებს სახიფათოდ მიიჩნევენ. მამაკაცებს ურჩევენ დილით ადრე სირბილისგან თავი შეიკავონ, მით უფრო, რომ მედიკოსები გულის შეტევების რიცხვს ყველაზე ხშირად 06:53 დროისთვის აფიქსირებენ.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კიდევ ერთი კვლევის თანახმად, 2300 ადამიანის გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები სექსუალური თვალსაზრისით დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან  მეტი mkurnali.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს