საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - ცვლილება ბექა ხახუბიას ავარიის საქმეს უკავშირდება?

საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - ცვლილება ბექა ხახუბიას ავარიის საქმეს უკავშირდება?

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარუდგინა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე ხვადაგიანი დანიშნა. შს მინისტრმა მასთან ერთად საპატრულო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა.

უწყებაში არ აკეთებენ კომენტარს, რა მიზეზით გათავისუფლდა თანამდებობიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გოგა რაზმაძე. "ინტერპრესნიუსი" უწყებას რაზმაძის გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით შეკითხვით დაუკავშირდა, თუმცა შსს-ში განმარტება ჯერჯერობით არ კეთდება.

თავის მხრივ, "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაზმაძის გათავისუფლება შესაძლოა გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდებოდეს, რა დროსაც პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას ვაჟი გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ