ერდოღანი - რომ არა საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა, თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებდა

ერდოღანი - რომ არა საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა, თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებდა

თურქეთში "მეხუთე კოლონის" წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ტერორისტულ ორგანიზაციას და ფეთჰულა გიულენის მოძრაობას, ზიანს აყენებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ტერორიზმთან ბრძოლაში. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტების თანამზრახველები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

"ღალატის პერიოდი წარსულში დარჩა. "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ჭეშმარიტი განზრახვები 2015 წელს გამოვლინდა, ხოლო გიულენის მხარდამჭერების კი - 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

"რომ არა საზღვარგარეთიდან მათი მხარდაჭერა, თურქეთი, ამ წლის ბოლომდე ბოლოს მოუღებდა ტერორისტულ ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, ტერორისტებისთვის გაწეული ეს მხარდაჭერა უსასრულო არ იქნება", - დასძინა ერდოღანმა.

გამოქვეყნდა მსოფლიოს აეროპორტების სია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს უსაფრთხოა

იმ უხანელი ექიმის ქვრივმა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა ატეხა განგაში, ვაჟი გააჩინა - "შენი უკანასკნელი საჩუქარი დაიბადა..."

უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს