ჭარბი წონა, დიაბეტი, ძვლების გამოფიტვა - გაიგეთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სახიფათო წვენების შესახებ

ჭარბი წონა, დიაბეტი, ძვლების გამოფიტვა - გაიგეთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სახიფათო წვენების შესახებ

ბოსტნეულისა და ხილის წვენი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, თუმცა დროის უქონლობის, ან კიდევ სხვა მიზეზების გამო, მის გამოწურვას სახლის პირობებში იშვიათად ვახერხებთ. ძირითადად დაფასოებულ წვენებს ვყიდულობთ და არჩევანს ფასის, ან ბრენდის ცნობადობის მიხედვით ვაკეთებთ. სინამდვილეში კი ძვირიანი და პოპულარული წვენიც კი შეიძლება იყოს დაბალი ხარისხის, ან საერთოდ არანატურალური და ქიმიური დანამატებით გაჯერებული. წვენები განსაკუთრებით პატარებს უყვართ და მასზე მოთხოვნა 2-ჯერ იზრდება ზაფხულის პერიოდში, თქვენ შეიძლება არც გიფიქრიათ მის სახიფათო მხარეებზე.

ვაშლისა და ალუბლის წვენი გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით, ამიტომ თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, უმჯობესია წვენის ამ ორი სახეობის მიღებისგან თავი შეიკავოთ. ძალიან სასარგებლოა ციტრუსის წვენი, თუმცა ციტრუსში არსებული ც ვიტამინი ხელს უშლის კალციუმის ათვისებას და ამიტომ მისმა ხშირმა მიღებამ შეიძლება ოსტეოპოოზი, ანუ ძვლების გამოფიტვა გამოიწვიოს. გარდა ამისა გრეიფრუტის წვენი ანელებს ზოგიერთი წამლის მოქმედებას, ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც გარკვეულ პრეპარატებს იღებენ, მათშორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსაც. ყველაზე სასარგებლო ანანასის წვენია.

იხილეთ  ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს