იცოდით, რომ მთელი ცხოვრება ხელებს არასწორად იბანდით?

იცოდით, რომ მთელი ცხოვრება ხელებს არასწორად იბანდით?

ცხელი წყალი თუ ცივი? საპონი თუ გელი? პირსახოცი თუ ხელის საშრობი? როგორ უნდა შევასრულოთ თითქმის რიტუალის დონემდე აყვანილი ჰიგიენური პროცესი სწორად?

დავიბანოთ ხელები! მარტივად ჟღერს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ერთი შეხედვით, მარტივი პროცესის უკან ბევრი დეტალი და პრობლემა ჩნდება, რომლის შესახებ თითქმის არასდროს გვიფიქრია.

მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ჭამის წინ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შემდგომ ხელების დაბანა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს, ადამიანთა მხოლოდ 5% აკეთებს ამას სწორად და თანაც საჭირო დროს.

3 ათას ადამიანზე ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოდან გამოსვლისას 10% საერთოდ არ იბანს ხელებს 33% კი საპონს არ იყენებს. ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამერიკელი და ბრაზილიელი მკვლევარების გაანგარიშებით, თითოეული ჩვენგანი სახის სხვადასხვა ნაწილს საათში 3,6-ჯერ ეხება. ცხადია, რომ ამ პირობებში ხელის დაბანა აუცილებელია. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი, როგორ დავიბანოთ ხელები ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ბაქტერიისგან გავთავისუფლდეთ.

უნდა იყოს თუ არა წყალი ცხელი? წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს