ვერძი
განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით, მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ საქმეებს. მნიშვნელოვანი საკითხები გამოცდილ კოლეგებთან ერთად განიხილეთ. რომანტიკული საღამო გელით.
კურო
ენერგიული და აქტიური ხართ. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე და ნუ იჩქარებთ სიტუაციის შეფასებას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მოისმინეთ რჩევა-დარიგებები.
ტყუპი
სამსახურის საქმეები გვერდზე ჩააჩოჩეთ და პირველ ადგილზე საოჯახო ვალდებულებები დააყენეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.
კირჩხიბი
უდარდელი და მხიარული ხართ. საქმეებისა და ვალდებულებების მოგვარებაში გარშემო მყოფები დაგეხმარებიან. თქვენ ისღა დაგრჩენიათ მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ.
ლომი
იდეები და მოსაზრებები გარშემო მყოფებსაც გაუზიარეთ. გვერდით პოზიტიური ადამიანები იყოლიეთ. თუ მოინდომებთ, გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობა.
ქალწული
წარმატებული დღე გელით. ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაგიმართლებთ. ზოგიერთებმა შეიძლება ლატარიაშიც მოიგონ. დახმარება გავლენიანი ახლობლებს სთხოვეთ. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.
სასწორი
ფორტუნა გწყალობთ, ნებისმიერ ვალდებულებას მარტივად გაართმევთ თავს. თუ დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. საყვარელი ადამიანი მზრუნველი და მოსიყვარულეა.
მორიელი
კონცენტრირებას ითხოვს ყოველდღიური საკითხები. თქვენს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული პროექტის წარმატება. საღამოს არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებას.
მშვილდოსანი