სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მორატორიუმი შეეხება კანონის იმ მუხლს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.

ამავდროულად, იგეგმება პარლამენტში დაახლოებით ერთი კვირის წინ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ჟურნალისტებთან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააკეთა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვაცხადოთ მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მუხლზე. მორატორიუმი გამოცხადებული იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე. ამ დროში შეჩერდება ყოველგვარი გასხვისება სასოფლო-სამეურნეო მიწების. ასევე მოკლე ვადაში შემუშავდება ორგანულ კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ჩანაწერთან იქნება შესაბამისობაში“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მესაკუთრე არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო.

მორატორიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური აქცია გრძელდება