ბუნების დაცვის კავშირი ცხოველთა იმ ჯიშების შესახებ ავრცელებს ინფორმციას, რომლებსაც გადაშენების პირას მყოფთა კვალიფიკაცია მიენიჭათ.
წარმოგიდგენთ პლანეტის ყველაზე იშვიათი ჯიშის ცხოველების მცირე ექსკურსს:
როტშილდის ჟირაფი
როტშილდის ჟირაფი პლანეტაზე არსებულ ცხოველთა შორის ყველაზე მაღალია. მამრის სიმაღლე ხუთ ნახევარ მეტრს აღწევს, მდედრის კი - 4,5 მეტრს. ამასთან, მამრი ხუთ ტონას იწონის, მდედრი კი - ტონაზე მეტს. ეს ჟირაფები მხოლოდ კენიასა და უგანდაში ბინადრობენ. ეკოლოგები ამბობენ, რომ მსოფლიოში ამ ჯიშის მხოლოდ შვიდასამდე წარმომადგენელია დარჩენილი.

სამხრეთული ვეშაპი
სამხრეთული ვეშაპის წონა 21 მ სიგრძეზე ას ტონას აღწევს. მასის დიდი ნაწილი ცხიმია. სამხრეთული ვეშაპი ატლანტიკის ოკეანეში ბინადრობს. როგორც ეკოლოგები ამბობენ, სამხრეთული ვეშაპის მხოლოდ სამასამდე წამრომადგენელია დარჩენილი.
თეთრი ლომი
თეთრი ლომების რაოდენობა სამასამდეა შემცირებული, რის გამოც ისინი არა ბუნებრივ პირობებში, არამედ ჯიშის გადარჩენისთვის აუცილებელ გარემოში ბინადრობენ. თეთრი ლომის სიგრძე სამ მეტრზე მეტს შეადგენს, წონა კი 310 კილოგრამს უტოლდება.
თუთიყუში კაკაპო
ეს ერთადერთი თუთიყუშია მსოფლიოში, რომელმაც ევოლუციის პროცესში ფრენის უნარი დაკარგა. კაკაპო ახალ ზელანდიაში ბინადრობს. დროის დიდ ნაწილს კაკაპო ბუდეში ატარებს, ღამით კი სანადიროდ გამოდის. მათი სიცოცხლის ხანგრძილოვობა 90 წელს აღწევს. ეკოლოგების თქმით, მსოფლიოში მხოლოდ ასამდე კაკაპოა დარჩენილი.

გიგანტური რბილტანიანი კუ
ამ იშვიათი ჯიშის კუების წარმომადგენლები ძალიან ცოტანი არიან დარჩენილნი დედამიწაზე. ასე მათ იმის გამო უწოდებენ, რომ ზურგზე ჩაჩქანი არ გააჩნიათ და მათი სხეული რბილი კანითაა დაფარული. გიგანტური რბილტანიანი კუ მხოლოდ მტკნრ წყლებში ბინადრობს. მისი წონა ზოგჯერ ორას კილოგრამსაც აღწევს.
