როგორი იქნება ახალი "აიფონ 8" - რა დეტალებს ამხელს ინსაიდერი

როგორი იქნება ახალი "აიფონ 8" - რა დეტალებს ამხელს ინსაიდერი

ცნობილი ინსაიდერი, ბენჟამინ გესკინი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე სმარტფონების - "აიფონ 8"-ის და "აიფონ 7S პლუსის" საბოლოო მონახაზებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მოწყობილობა უკვე წარმოებაშია ჩაშვებული.

"აიფონ 8"-ს ზომები 143,4 x 70,77 x 7,51 მილიმეტრს შეადგენს. მათი სქემებიდან ჩანს, რომ Touch ID სმარტფონის ეკრანს უკან იქნება განთავსებული. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითის ანაბეჭდების სკანერი უკანა პანელზე გადავიდოდა, არ გამართლდა. სპეციალისტებმა ახალი მონახაზების დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ახალ მოდელს ორმაგი კამერა არ აქვს.

"აიფონ 7S პლუსის" ზომები შეადგენს 158,38 х 78,1 მილიმეტრს. ის თითქმის არაფრით განსხვავდება "ეფლის" ამჟამინდელი სმარტფონებისგან.

მომზადებულია idropnews.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს