საგარეჯოს სოფლებში სტყვამ ვენახის მოსავალი დააზიანა - რა ვითარებაა კახეთში სტიქიის შემდეგ

 საგარეჯოს სოფლებში სტყვამ ვენახის მოსავალი დააზიანა - რა ვითარებაა კახეთში სტიქიის შემდეგ

9-10 ივნისს თითქმის მთელს კახეთს სეტყვამ გადაუარა. სეტყვის კერები დაახლოებით 20 სოფელში შეინიშნა. გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები საბედნიეროდ მსუბუქი დასეტყვით გადარჩნენ, მაგრამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები სტიქიამ მძიმედ დააზიანა.

სეტყვამ საგარეჯოში განსაკუთრებით სოფლები: გიორგიწმინდა და ნინოწმინდა დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ დღის განმავლობაში კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი მოიგერია. როგორც "დელტაში" აცხადებენ, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით, 10 ივნისის დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან რამდენიმე ეტაპად შემომავალი 1221 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები იქნა მოგერიებული, რისთვისაც საღამოს 19:00 საათის მდგომარეობით სისტემამ 190 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

განაგრძეთ კითხვა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა