ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი საოცარი სახლი, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია

ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი საოცარი სახლი, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია

ქართველმა არქიტექტორმა ჯვრის ტიპის სახლი შექმნა, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია... თუ როგორია მცირე ზომის საცხოვრისი, დეტალებზე თავად დაჩი პაპუაშვილი გვესაუბრა...

- სკიტი საცხოვრებლად იქნება მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული. ზოგადად კომფორტი საკმაოდ ინდივიდუალური განსაზღვრებაა და ყველა ადამიანს თავისი საზომი გააჩნია. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს კომფორტისთვის ესაჭიროება ინტერიერი დიდი სივრცით, კიბის მაგივრად ლიფტი, ფარდები პულტზე და ა.შ... მაგრამ ეს ყველაფერი არის უკვე დამატებითი კომფორტი და არსებობს რაღაც აუცილებელი, რისი არსებობაც განსაზღვრავს ადამიანის არსებობის და ცხოვრების კომფორტს... ანუ ხელშეწყობა ყოველგვარი ძირითადი და ადამიანური მოთხოვნილებების და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად - ამ მხრივ სკიტში ყოველგვარი კომფორტია შექმნილი.

მასში ცხოვრება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით, თუმცა შეიძლება გვევლინებოდეს ხანმოკლე პერიოდებით განსამარტოვებლად... მაგალითად, მარხვის პერიოდში, სამეცნიერო თუ მთარგმნელობითი მუშაობისას, ხატის წერისას და ა.შ... სკიტი დაპროექტებულია ერთ პერსონაზე, ზედმეტი ფართისა და დეტალების გარეშე, გათვალისწინებულია საშუალო პროპორციების მქონე ადამიანის ერგონომეტრია. სკიტში საკმაოდ კომფორტული პირობებია შექმნილი სამუშაოდ, მესამე დონის ერთ მხარეს, უფრო კონკრეტულად კი აღმოსავლეთით გამოყოფილია სამუშაო კუთხე, კაბინეტი, სადაც არაერთი საქმით შეიძლება დაკავება, იქ არის საკმაოდ მოზრდილი მაგიდა, წიგნის თაროები, უჯრები და სათავსოები და რაც მთავარია დიდი ფანჯარა ბუნებრივი განათებისთვის. ასევე საძინებელი თავისი სათავსოებით, სამზარეულო ყოველგვარი კომფორტით და ასევე დიდი ფანჯრით, სასადილო და შეშის ღუმელი, ამ ერთ დონეზე ადამიანს შეუძლია იძინოს, გამოიკვებოს და იმუშაოს. ქვედა ანუ მეორე დონეზე განთავსებულია სველი წერტილები, ხელსაბანით, შხაპით და ბიო ტუალეტით, რომელსაც არ გააჩნია კანალიზაციის სისტემა და იგი სრულიად ავტონომიურად ფუნქციონირებს და წარმოქმნის კომპოსტს. მეოთხე დონე ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში გამოყოფილია სალოცავ ოთახად, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს ნაგებობა არ იქნება სკიტი, შესაძლებელი იქნება ამ ოთახის სხვა ფუნქციით დატვირთვა, მაგალითად მცირე სახელოსნოს მოწყობა და ა.შ. კარგ ამინდში შესაძლებელია აივანზე დასვენება ან მუშაობა, რაც რა თქმა უნდა, დაბლა ეზოშიც შეიძლება, მაგრამ აივანი გვაძლევს საშუალებას მიწის დონიდან 6 მეტრზე აღმოვჩნდეთ, ავცდეთ მცენარეულ საფარს და დავტკბეთ სივრცით და პანორამული ხედებით.

- როგორც ვიცი, უცხოეთიდან დაინტერესდნენ თქვენი პროექტით...

- მცირე საცხოვრისები ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპოლარულია, არსებობს უამრავი კომპანია, რომლებიც უშუალოდ ამგვარ საცხოვრისებზე სპეციალიზდება, ინტერნეტგამოცემები რომლებიც მხოლოდ ამ მიმართულებით ინტერესდებიან და აშუქებენ პროექტებს, კონკურსები და გამოფენები, რომლებიც მხოლოდ მცირე სახლებს ეხებიან და ა.შ. ერთი სიტყვით, საკმაოდ გამოკვეთილი მიმდინარეობა თუ მიმართულებაა არქიტექტურაში. ეს მიმართულება ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა და საკმაოდ ბევრ პროექტს ვიცნობ, ბევრი ერთმანეთის მსგავსია, ბევრიც ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ჩემი სკიტი აღმოჩნდა ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული. ჩემი პროექტი პირველმა სწორედ მიკრო სახლების შესახებ ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ინტერნეტგამოცემამ (http://www.tinyhouseliving.com) შენიშნა და მომწერა. ამ პროექტის ორიგინალურობა და ღირსება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობაშია. პირველი რამაც პროფესიონალების ყურადღება მიიპყრო, ეს არის დაგეგმარება და ფართის გადანაწილების თუ გამოყოფის კონცეფცია. პატარა ფართში მაქსიმალურად ეფექტური ფუნქციონალური და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ფუნქციონალური ზონირების განაწილება როგორც ჯამურად, ისე დონეების მიხედვით და საბოლოო ჯამში მიწის ფართობის მხოლოდ 4 კვადრატული მეტრის დაკავებით... განაგრძეთ კითხვა +იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს