როგორ უნდა დაიცვათ "გასუქების დიეტა" - ენდოკრინოლოგის რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს

როგორ უნდა დაიცვათ "გასუქების დიეტა" - ენდოკრინოლოგის რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს

ზედმეტი წონა რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ახლა ამის საპირისპირო თემას შევეხებით - როდესაც ადამიანს წონის დაკლება კი არა, პირიქით, მომატება სურს და იმის მიუხედავად, რომ კარგად იკვებება, კილოგრამსაც ვერ იმატებს.

რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ პრობლემა დაძლიოს - ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება.

- როდესაც საკვების გარკვეულ რაოდენობას ვიღებთ, ორგანიზმში მეტაბოლიზმი აქტიურად მუშაობს და ეს კალორაჟი ჩვენს კილოგრამებზე არ აისახება, რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის მარტივი საკითხი. მოკლედ, თუ ასეთ წონაზე ვსაუბრობთ, ეს პათოლოგიაა. თუ სიმაღლესთან მიმართებაში წონა არ არის ადეკვატური, ამ შემთხვევაში პრობლემა გვაქვს ნივთიერებათა ცვლასთან.

ნივთიერებათა ცვლის პირველი პათოლოგიური ცვლილება შეიძლება კუჭნაწლავის ტრაქტიდან იყოს გამოწვეული, როდესაც კუჭ-ნაწლავში არ ხდება მინერალების, ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების, ცილის ადეკვატური შეწოვა, რომელიც ორგანიზმში კუნთოვანი ქსოვილის ზრდაზე მოქმედებს. ამ დროს ისეთ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რაც კუჭნაწლავის ტრაქტის შეწოვა და მონელებაა - მას ცელიაკია ჰქვია.

წონაში არმომატება შეიძლება ენდოკრინულ პრობლემასთანაც იყოს დაკავშირებული, კერძოდ, თირეოტოქსიკოზთან. ასეთ დროს წონის კლება უნებლიედ ხდება და სიგამხდრემდე მივდივართ, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ, რომელსაც თირეოტოქსიკოზი ჰქვია, ე.წ. შხამიანი ჩიყვი.

ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მეტყველებს, ანუ ზედმეტი ჰორმონი გამოიყოფა.

- ზედმეტი ჰორმონის გამოყოფა ყოველთვის შხამიან ჩიყვს ნიშნავს?

- დიახ, ყოველთვის ტოქსიკურია და ორგანიზმისთვის მავნებელია.

- სიგამხდრის შემდეგი მიზეზი კიდევ რა შეიძლება იყოს?

- შესაძლებელია ის გამოწვეული იყოს ანორექსია-ნევროზით, რომელიც უფრო ფსიქოემოციური დაავადებაა და ენდოკრინოლოგიაში ნაწილობრივ განიხილება, მხოლოდ კვებითი ფუნქციის მოწესრიგებაში მონაწილეობს, დანარჩენი, ძირითადი პათოლოგიის განკურნებაზე პაუხისმგებელი ფსიქონევროლოგები არიან.

- რას უნდა მიექცეს ყურდღება?

- პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, რომ დადგინეს, რასთან გვაქვს საქმე, რომლის მიხედვითაც შემდგომში შესაბამისი მკურნალობა უნდა დაიწყოს. ძირითად შემთხვევაში, როდესაც პრობლემა სიგამხდერსთან გვაქვს, უმეტესად, ეს არასწორი კვების რეჟიმთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ და გვგონია, რომ სწორად ვიკვებებით, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზმში ვერ შედის ჩვენთვის საყუათო მიკრო და მაკრიოელემენტები, რაც კუნთოვანი მასის გაზრდისთვის აუცილებელია. მაშინ, როდესაც პაციენტს წონის მომატება უნდა, ისევე როგორც წონის კლებისას, სწორი მკურნალობა მხოლოდ ჯანსაღი, სწორი კვებაა, ანუ როდესაც ორგანიზმში შედის - მიკრო, მაკროელემენტები, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ვიტამინები...

- თუ მიკროელემენტების დეფიციტია?

- თუ რომელიმე მიკრო-მაკრო ელემენტის, ან ვიტამინის მკვეთრი დეფიციტია, ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა ერთვება.

- პრევენცია რა არის?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი, რაც მოიცავს როგორც ჯანსაღ კვებას, ასევე ფიზიკურ აქტივობას, როგორც წონის მატებისას, ასევე წონის კლებისას. გაითვალისწინეთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებასთან ერთად, ფიზიკურ აქტივობას, ვინაიდან ფიზიკური აქტივობა აუცილებელია კუნთოვანი მასის გაზრდისთვის. ამ დროს ცილოვანი პროდუქტები მეტად უნდა იყოს ჩართული რაციონში, რომ ვიმუშავოთ კუნთოვანი მასის გაზრდაზე, ანუ მაშინ, როცა ორგანიზმში წონის მატებაზეა საუბარი და არა ცხიმოვანი ქსოვილის გაზრდაზე.

- გამოკვლევისა და დიაგნოსტირების გარეშე დიეტის დაწყება რამდენად სწორია?

- თუ არის პრობლემა და არ ხდება დიაგნოსტირება, ეს დაუშვებელია. ასე რომ, დიაგნოსტირების გარეშე ჩემთვის ყოველგვარი მკურნალობის დაწყება, ან გარკვეული კვების რეჟიმის დაწყება ჩემთვის მიუღებელია.

- ზოგადად რა იწვევს ასეთ დისბალანსს?

- რაც უკვე ვთქვით, ისევ და ისევ საკვები რაციონი, როცა ვიღებთ ისეთ საკვებს, რომ არ ვიცით, მისი შემადგენლობა, ანუ ჩვენვე ვართ ამ ყველაფრის მიზეზი. ჩვენზეა დამოკიდებული როგორც წონის მატება, ასევე - კლება.

- ალბათ იშვიათია ადამიანი, წონასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემას არ უჩიოდეს...

- კი, ცოტაა ასეთი ადამიანების რიცხვი, რომელიმე აღნიშნული პრობლემა არ ჰქონდეს, თუმცა როგორც წონის კლება, ისევე მატება მკურნალობას ექვემდებარება.

- თქვენს პრაქტიკაში რომელი პაციენტები უფრო ჭარბობენ, - ადამიანები, რომლებიც წონისგან გათავისუფლებას ცდილობენ, თუ პირიქით, წონის მომატებას?

- პროცენტულად უფრო ისეთი პაციენტები ჭარბობენ, ვისაც წონისგან გათავისუფლება უნდათ, თუმცა მომრავლდნენ ისეთები, რომლებსაც მომატება უნდათ. ეს შეიძლება იმას დავუკავშიროთ, რომ მოდის სფეროშიც გარკვეული პარამეტრები შეიცვალა და ამ კუთხითაც მომართვიანობა წონის მატებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ხშირია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ:

ნუ მოტყუვდებით არასწორი დიეტებით - ენდოკრინოლოგი გასწავლით განსხვავებას სწორ კვებასა და შიმშილს შორის

უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი სეანსი დასრულდა - "ამირანიდან" გამოსული მაყურებლების მისამართით პიროტექნიკა ისროლეს

LIVE: "ამირანის" შესასვლელისკენ აქციის მონაწილეები ბოთლებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან

"სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი" - "ამირანთან" შეხლა-შემოხლის დროს ანა სუბელიანი დაშავდა