"თავს იმ მწერად ვგრძნობდი ობობის ქსელში რომ გაეხვევა" - რას ყვებიან ყოფილი პატიმრები ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკებზე"

"თავს იმ მწერად ვგრძნობდი ობობის ქსელში რომ გაეხვევა" - რას ყვებიან ყოფილი პატიმრები ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკებზე"

ჩრდილოთ კორეის საპატიმროებში სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე ამ დრომდეც არაერთხელ გვისაუბრია. ციხეში მოხვედრის შემდეგ, პატიმრებს მონური შრომა ემუქრებათ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. არაადამინაურ შრომას მკაცრი მოპყრობა, სრული იზოლაცია და უიმედობის განცდაც ამძიმებს.

Allnews.ge "ბიბისი"-ზე დაყრდნობით მოგიყვებათ ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკის" ტყვეებზე. ზოგიერთი მათგანი სისტემამ ფსიქოლოგიურად იმდენად გატეხა, რომ განცდილზე უმტკივნეულოდ საუბარი ახლაც უჭირთ.

თუმცა, არიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც არაადამიანურ რეჟიმზე საუბარს ბედავენ. მისიონერი კენეტ ბეი 2012 წლის დეკემბერში, ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლის შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულეს. მას მყარი დისკი აღმოუჩინეს, რომელზეც რელიგიური სახის მასალები იყო ჩაწერილი.

ამ "დანაშაულისთვის" მისიონერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და კატორღული სამუშაოები მიუსაჯეს. კენეტი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა. გათავისუფლების შემდეგ, მისიონერმა მემუარები გამოაქვეყნა სახელწოდებით: "დავიწყებული არ არის: ჩრდილოეთ კორეაში ჩემი პატიმრობის რეალური ისტორია".

წიგნში ის იხსენებს, რომ პატიმრობის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე მიჰყავდათ დაკითხვაზე, აღნიშნული პროცესი კი დილის 8 საათიდან საღამოს 11 საათამდე გრძელდებოდა. ამ წნეხის ქვეშ მან აღიარებითი ჩვენების უამრავი გვერდი დაწერა. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს