საქართველო არის უძველესი მონარქია. კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ნათქვამს მმართველი გუნდის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოყვა.
პარლამენტის თავმჯომარის ირაკლი კობახიძის თქმით, "კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული უპირატესობა აქვს". რაც შეეხება ეკა ბესელიას, მან თემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაც არ გამორიცხა.
თუმცა, განსხვავებულად შეხვდა ინიციატივას ქართული ინტერნეტსივრცე, სადაც მონარქიასთან დაკავშირებით არაერთი სახუმარო პოსტი დაიწერა. Allnews.ge რამდენიმე მათგანს გთავაზობთ: წაიკითხეთ პოსტები