"ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა..." - მაია ასათიანი

"ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა..." - მაია ასათიანი

თოქ-შოუ "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით კრიტიკოსებს პასუხობს:

"ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა, რატომ გადის პროფილში სხვა და სხვა, მათ შორის მსუბუქი თემები და რატომ არ მაცვია მძიმე შავები. მე არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო",- წერს მაია ასათიანი.

ცნობისთვის, მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

წაიკითხეთ: მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს - "რომ ჩავედი, უკვე კომაში იყო... 2-3 საათი გავატარეთ ერთად"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს