რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს

რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტები, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, ყველა თბილისელის საჭიროებასა და სურვილზე იქნება მორგებული.

როგორც კალაძემ მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა, გუნდთან ერთად იღებს ვალდებულებას, რომ იმუშაოს, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტული უბნებისა და თითოეული თბილისელისთვის.

"ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი - მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით - გამარჯვების სურვილით. ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომლებიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ორიენტირებული და მორგებული. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას: ვიმუშაოთ, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტულად ყველა უბნისთვის და პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად ყველა თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად. ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში და საქართველო ისტორიულად გამოირჩეოდა ამ უნიკალურობით. ჩემი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ავაშენოთ ისე, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები და სიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ! მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია - ჩვენი გამარჯვება იქნება. ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია- კონსერვაცია, მშენებლობის ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა - ჩვენი გამარჯვება იქნება! თბილისს თავისი უნიკალური იერსახე,საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

წაიკთხეთ: კახი კალაძის მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

მისივე თქმით, თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც "ჩვენი ხელით შევქმნით - თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი".

"მოგმართავთ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს - მოდით ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით მოგიწოდებთ ახალგაზრდებს: მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში. მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვა და სხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. აქტიურად ჩაებით ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა. დღემდე ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რისთვისაც დავით ნარმანიას მადლობა მინდა გადავუხადო, მაგრამ საზოგადოება ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი გვინდა. ჩვენ გვაქვს კარგი ბაზისი, კარგი სასტარტო პირობა, რათა გარდამტეხი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ქალაქის სწორი და გააზრებული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და ამ საზოგადოების ნაწილი ვარ მეც ჩემი ოჯახით, რომელიც დღეს ჩემთან ერთად იმყოფება. ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ ყველამ ერთად და შედეგიც გვექნება ერთობლივი. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."