2 უცხოელი, რომლებსაც ვარკეთილში მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედება ბრალდებათ, პოლიციამ დააკავა

2 უცხოელი, რომლებსაც ვარკეთილში მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედება ბრალდებათ, პოლიციამ დააკავა

სამართალდამცველებმა მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედების საქმეზე ბრალდებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით)",- ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ვარკეთილში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ