9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლობლებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლით კომპრომისი და დიპლომატია. არ გაანაწყენოთ ნათესავები. საყვარელი ადამიანისგან რომანტიკული სიურპრიზი გელით.

კურო

საოჯახო საქმეები სხვების დაუხმარებლად მოაგვარეთ. მეტი დრო გაატარეთ ასაკოვანი ნათესავების გვერდით. საღამოს ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ.

ტყუპი

დღეს ოჯახის წევრების სიამოვნებაზე უნდა იზრუნოთ. ერთად გაემგზავრეთ საყიდლებზე, ერთად მოამზადეთ ვახშამი. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

კირჩხიბი

დადებითი ემოციების, სიურპრიზების დღე გელით. მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები და საღამო გართობისთვის მოიტოვეთ დრო.

ლომი

მშვიდი, შეიძლება ითქვას, მოსაწყენი დღე გელით. გამოიძინეთ, წაიკითხეთ, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს შეეხმიანეთ. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებენ.

ქალწული

კარგი დღეა მოგზაურობისა და ხეტიალისთვის, მაგრამ თუ მზად არ ხართ, შინ დარჩით. თუმცა, ოჯახის წევრები უსაქმოდ არ გაგაჩერებენ.

სასწორი

შეეხმიანეთ მეგობრებს და დილიდან გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. მოიწყვეთ პიკნიკი, იმხიარულეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

მორიელი

სიურპრიზებით მდიდარი კვირა გელით. კარგი დღეა მეგობრებთან ერთად დროის პოზიტიურად გასატარებლად. საღამოს ოჯახურ ვახშამს არ გამოაკლდეთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს