"არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა..." - მომდევნო ერთი კვირის პროგნოზი ასტროლოგისგან

"არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა..." - მომდევნო ერთი კვირის პროგნოზი ასტროლოგისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"როგორც ყოველთვის არის დაძაბული ასპექტებიც და ჰარმონიულიც.

დღეს, 10 ივლისს თავის პიკს აღწევს მზისა და პლუტონის ოპოზიცია და ამის შემდგომ დაშლაზე მიდის. თუმცა თითქმის ერთდროულად ირთვება მარსისა და მზის კვადრატურები ურანთან. რაც იმას მოასწავებს, რომ წინ არც თუ ისე იოლი პერიოდი გველის. საქმე იმაშია, რომ ამ პლანეტების კონფლიქტს შეუძლია გამოიწვიოს ავარიები, ტრამვები. სიფრთხილე მართებთ, როგორც მძღოლებს, ისე ფეხით მოსიარულეებსაც. ამ ასპექტის დროს ხშირად ელექტროხელსაწყოების გაუმართაობასაც აქვს ხოლმე ადგილი. იფრთხილეთ დენთან მიმართებაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პატარა ბავშვებს, რომ არ შეეხონ საშიშ ნივთებს.

ვინაიდან მარსი კირჩხიბშია, ხოლო ურანი ვერძში, ამ ნიშნების წარმომადგენლებმა ჯობია გაორმაგებული ყურადღება გამოიჩინონ. თუმცა სხვებიც თუ ყურადღებით იქნებიან, ცხადია არ იქნება ურიგო.

13-ში ვენერა-ნეპტუნის კვადრატი ირთვება, რომელიც მთელი 1 კვირა გასტანს. ამ დროს შინაგანი ფსიქოლოგიური კომპლექსების გაღვივების გამო დარღვეულია სილამაზის ინტუიტიური აღქმა, სიყვარულის შეგრძნება გართულებულია. ურთიერთგაგება - გაძნელებული, რაც დაუკმაყოფილებლობის, იმედგაცრუების გრძნობას იწვევს.

ამ ფონზე შესაძლოა იჩინოს ძველი ურთიერთობის ნოსტალგიამაც. თუმცა წარმოსახვითი კოშკები და იდეალები მეტისმეტად მიუწვდომელია, რაც ემოციური და სექსუალური სირთულეების წარმოშობას უწყობს ხელს.

მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობაში ყველაფერი მშვიდობიანად მიედინება, ადამიანს არ ტოვებს უკმაყოფილების გრძნობა, იმის შიში რომ სადაცაა ყველაფერი დაინგრევა.

არის საშიშროება მავნე ჩვევებთან მიბრუნების - ალკოჰოლის ან ნარკოტიკული თრობის სახით. ჩნდება ტენდენცია რაღაცის დამალვის, მიჩუმათების. ეს შესაძლოა იყოს ფარული რომანები სხვადასხვა პარტნიორებთან.

ფინანსური თვალსაზრისით ასევე რთული დღეებია - ადამიანები ადვილად მიდიან სარისკო, ბუნდოვან შემოთავაზებებზე. მატულობს თაღლითურ მაქინაციებში გაბმის რისკი.

რაღათქმაუნდა, როგორც ყოველთვის პლანეტების დაძაბული ასპექტების ენერგიის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებაც შეგვიძლია. რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში?

ეს კვადრატები ძირეული გადაწყვეტილებების მიღებისათვის შეგვიძლია რომ მოვიხმაროთ. თუ დიდი ხნის მანძილზე ვერ ვახერხებდით რაიმე ისეთი სიტუაციიდან გამოვსლას, რომელში სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენთვის მიუღებელი იყო ან უკვე აღარ გვაწყობდა, სწორედ ეს პერიოდი იქნება ამის გასაკეთებლად ხელსაყრელი.

11-17 ბედნიერების ორი პლანეტა - ვენერა და იუპიტერი და მერკური ჰარმონიული ასპექტებით უკავშირდებიან ერთმანეთს და ცაზე ეგრეთწოდებულ ბისექსტილს წარმოქმნიან. ეს ძალიან დადებითი კონფიგურაციაა, ხუმრობა ხომ არაა - '' დიდი ბედნიერებისა '' და მცირე ბედნიერები დადებითი კავშირი?! მართალია, ყველაფერ ამას მერკურის გავლენით უფრო მეტად რაციონალური ელფერი ექნება, ვიდრე რომანტიკული, მაგრამ ეგ შესაძლოა უკეთესიც იყოა, რადგან კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს შეიტანს თქვენს ურთიერთობებში. ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა და ეს პერიოდი გამოიყენეთ თქვენი დადებითი იმიჯის გასაზრდელად და გასამყარებლად. რს ასპექტები ასევე ხელს შეგიწყობთ ზემდგომებთან, ოფიციალურ და სამართლებრივ ორგანოებთან, უცხოელ პარტნიორებთან თქვენთვის ხელსაყრელი კონტაქტების დამყარებაში. ამ დღეებში დაწყებული შორეული მოგზაურობა მეტად საინტერესო და სასარგებლო გამოდგება. კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანსაც დაიმგზავრებთ.

კარგი პერიოდია ფინანსური აქტიობებისათვისაც, ფასეული შენაძენების გასაკეთებლად. შესაძლოა მიიღოთ საჩუქარი ან ფინანსური დახმარება, თქვენს რუკაში არსებული ასპექტების გათვალისწინებით.

ვენერა რომანტიულ სფეროზეც მოქმედებს, ამ თვალსაზრისით, მარტოხელებს გაზრდილი შანსები აქვთ უცხოელ, ან უბრალოდ სხვა ქალაქის მაცხოვრებელ ადამიანთან საინტერესო, რომანტიული ურთიერთობის გაბმის.

მათ, ვისაც უკვე ჰყავთ პარტნიორები შეუძლიათ ეს პერიოდი ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად გამოიყენონ. საუკეთესო დროა გრძნობების გამოსამჟღავნებლად, ნიშნობისთვის ან ქორწილისათვის. უკვე დაქორწინებულ წყვილებს ასევე რომანტიული განცდების მოძალება შეენიშნებათ. ვისაც ჩასახვის პრობლემები აწუხებს - საამისოდაც ხელსაყრელი პერიოდია,

ისეთი საჩოთირო საქმეების მოსაგვარელადაც კი, როგორიცაა ვინმესთვის პროტექციის თხოვნა- ხელსაყრელი პერიოდია. შეგიძლიათ ეს დღეები გამოიყენოთ ასევე სარეკლამო ან საგამომცემლო საქმიანობისათვის. ამ პერიოდში იოლია პოპულარობის მოხვეჭა, თუ რა თქმა უნდა პირადი ასპექტებიც გიწყობენ ხელს.

ვენერა - იუპიტერის ურთიერთასპექტაციის დროს რასაც რეკომენდაციას ვერ გავუწევ - ესაა საკვების გადაჭარბებული მიღება, რადგან ასეთ შემთხვევაში ღვიძლზე შესაძლოა ზედმეტი დატვირთვა მოგივიდეთ. ასევე მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს