როგორ გადაარჩინა ქართველმა ახალგაზრდამ აშშ-ში ავარიის დროს ორი ამერიკელი ცოცხლად დაწვას

როგორ გადაარჩინა ქართველმა ახალგაზრდამ აშშ-ში ავარიის დროს ორი ამერიკელი ცოცხლად დაწვას

ქართველი ემიგრანტი მაია ბაჩანაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მისი ახალგაზრდა ნათესავის სამაგალითო საქციელის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცმა, სახელად მიხეილმა, აშშ-ში გმირული საქციელი ჩაიდინა და სიკვდილს გადაარჩინა ორი უცნობი ადამიანი:

"საზარელი საგზაო შემთხვევა, რომელიც დღეს ამერიკაში მოხდა, ჩემების თვალწინ დატრიალდა... ჩემი ბიძაშვილი და მისი მეუღლე უშუალო მონაწილე გახდნენ...

ჩემმა სიძემ, დაუფიქრებლად, ფაქტიურად გაწირა თავი, რომ გადაერჩინა ადამიანები. მან მართლაც შეძლო და ამერიკის ორი მკვიდრი მოქალაქე სიკვდილისგან იხსნა.

იხილეთ ვიდეო ავარიის ადგილიდან

სამწუხაროდ, მესამის გადარჩენა ვეღარ მოასწრო, ის ცოცხლად დაიწვა... მიხეილ შენ ხარ ყველაზე მამაცი და გმირი ადამიანი, რომელმაც სხვისი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე!!!! მე ვამაყობ შენით და ვიცი, ბევრი ქართველი იამაყებს შენი ქართველობით!!!" - წერს მაია ბაჩანაშვილი.

ქართველი ემიგრანტი შემთხვევის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც კარგად ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე მოხდა. სატვირთოს მსუბუქი ავტომანქანა უკნიდან შეასკდა. სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა და ავარიის თვითმხილველებმა ცეცხლმაქრებით მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა და ორი ადამიანის გადარჩენა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს