აგვისტოში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება

აგვისტოში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება

ამერიკაში ტოტალურ მზის დაბნელებას ელოდებიან. მსგავსი სანახაობის შესაძლებლობა ძალიან იშვიათად ჩნდება. მთელი ჩრდილოეთ ამერიკა 21 აგვისტოს მომსწრე გახდება მზის სრული დაბნელების, რომლის დროსაც კონტინენტზე დღე ღამედ გადაიქცევა. თუმცა ეს მოვლენა ძალიან სახიფათოა, რადგან შესაბამისი შემზადების გარეშე მასზე დაკვირვებამ შესაძლოა ადმაიანის მხედველობა ძლიერ დააზიანოს.

ამისთვის ნასამ სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა დააკვირდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში მყოფი ადამიანები მზის დაბნელებას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოა პირდაპირ, სპეციალური სათვალის გარეშე მზის დაბნელების დაკვირვება, არის მაშინ, როდესაც მზე მთვარეს მთლიანად ამოეფარება და დღე ღამედ გადაიქცევა. ეს მოვლენა სულ ორ წუთსა და ორმოც წამს გაგრძელდება, რის შემდეგაც აუცილებელია სათვალის გაკეთება.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს