რას პასუხობს გატაცებისა და წამების სკანდალურ ბრალდებას პარლამენტარი გიორგი ლომია

რას პასუხობს გატაცებისა და წამების სკანდალურ ბრალდებას პარლამენტარი გიორგი ლომია

პარლამენტარი გიორგი ლომია იმ სკანდალურ ბრალდებას პასუხობს, რომელიც ყოფილმა თანაპარტიელმა მისი მისამართით გაავრცელა. "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარეს პარტიის ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ლატარია გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს.

ლომია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ირაკლი ლატარია საკუთარი თავისადმი ხალხის ყურადღების მისაქცევად მიმართავს ამ ხერხს:

"როდესაც ასეთ ბრალდებას დებ, მოტივი ხომ უნდა არსებობდეს? ხომ უნდა თქვა რას მოითხოვდნენ შენგან? ვგავარ არაადეკვატურ ადამიანს, რომელიც გაიტაცებს, აწამებს ადამიანს ყოველგვარი მიზეზის გარეშე და ამით სიამოვნებას იღებს? ლატარია პარტიაში მოვიდა 2015 წელს და მას ჩავაბარეთ ანალიტიკური სამსახური. დამთავრდა მისი პროექტი, შეუწყდა კონტრაქტი და დავეშვიდობეთ. რატომღაც მაშინ მე დამეკისრა გამეთავისუფლებინა ის და 14-კაციანი ჯგუფი, რა თქმა უნდა იყო უკმაყოფილება მისი მხრიდან, მაგრამ ადამიანის გატაცების მიზეზი ეს ვერ იქნებოდა... როგორც ის ამბობს, რომ 9 თვეა არ ამბობდა... კარგი სამართალდამცველებს არ უთხრა, მეგობრები მაინც არ ყავდა, რომ ეთქვა?

მაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ეს მართული პროცესია და ვცდილობ დავადგნო ვისგან. გვიგორებენ შავ პიარს ლატარიას სახით. გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, აქ უთანხმოება ხელისუფლებასთან... ყველაფერი მეტყველებს, რომ გამოცოცხლდნენ ძალები, რომლებსაც მართავს ხელისუფლება, მაგრამ ასეთი ბინძური კამპანია არ შეიძლება" - ამბობს გიორგი ლომია და დასძენს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსი" მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია, პარლამენტის წევრს, "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარეს გიორგი ლომიას გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს. ლატარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცლად აღწერს, რომ შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა, თუმცა აქამდე მისი გახმაურებისგან მეუღლის ორსულობის გამო იკავებდა თავს. მისივე ინფორმაციით, ემუქრებოდნენ, რომ მის "ორსულ ცოლს მანქანა გაიტანდა" (წაიკითხეთ ვრცლად ლატარიას მიმართვა)

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები