როგორ ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს

როგორ ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურებიან. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის, უკრაინის მოქალაქეობს ჩამორთმევის საკითხი, პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურად განიხილებოდა.

"არსებობდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იხილავდა მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს და ეს საკითხი განიხილებოდა, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად. დადასტურებულია ასევე ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს ეს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო და განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს ბრძოლა არის ოლიგარქების ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კორუფციის წინააღმდეგ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ასე ეხმაურება დეკანოიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

"ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რომ უკრაინა და ხელისუფლება, რომლის დეკლარირებული კურსი არის პროდასავლური, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, რეალურად პოლიტიკური დევნის მეთოდებს იყენებს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. რეალურად ეს არის პოლიტიკური დევნა. გახსოვთ ალბათ, იანუკოვიჩმა როცა დააპატიმრა იულია ტიმიშენკო, სწორედ მსგავსი პრეცედენტია. ძალიან ცუდია, რომ ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც არის ახლა უკრაინაში, მიმართავს ასეთ მეთოდებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წაიკითხეთ: უკრაინის საიმიგრაციო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებს განმარტავს

ნახეთ ვიდეო: უპასპორტო ექს-პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."