თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

"დედის მკვლელობისათვის ბრალდებული ა. მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა)", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად მისი გამოტანიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ