სამდღიან შიმშილობას იმუნური სისტემის რეგენერირება შეუძლია

სამდღიან შიმშილობას იმუნური სისტემის რეგენერირება შეუძლია

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ სამდღიან შიმშილობას შეუძლია მთელი იმუნური სისტემის რეგენერირება. 

წარსულში შიმშილით მკურნალობის მეთოდს მუდმივად აკრიტიკებდნენ. თუმცა ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ შიმშილი ახალ თეთრ სისხლის უჯრედებს წარმოქმნის, რომლებიც ინფექციებს ებრძვიან. მკვლევარების თქმით, მათი აღმოჩენა დაეხმარება ადამიანებს, ვინც დაზიანებულ იმუნურ სისტემას უჩივის, ისეთ პაციენტებს, ვინც ქიმიოთერაპიას გადის. აგრეთვე ეს აღმოჩენა წაადგებათ მოხუც ადამიანებსაც.

წლების მატებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და უძნელდება მარტივ დაავადებებთან ბრძოლაც კი. კვლევის თანახმად, შიმშილი იმუნური სისტემის გამოსწორებას შეუწყობს ხელს. 72 საათიანი შიმშილობა აგრეთვე დაიცავს პაციენტებს ქიმიოთერაპიის ტოქსიკური გავლენისგან.

მომზადებულია enlightened-consciousness.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს